კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ბულინგი ფიფიაზე არ მოქმედებს?
wbc
20 აგვისტო 2020 22:34
0
რაო ბულინიო? ბულინგი კი არა უმკაცრესი კრიტიკაა. აბა ამას რა გონია?
ფიფიაც უნდა მიყვეს ჩხეტიანს. გუნდიც უნდა გაიწმინდოს და უფრო კვალიფიციური მოთამაშეებია საჭირო. ჩისკოს ეს არავითარ შემთხვევაში არ დაემართებოდა. ტირანასთან კარში პერალესით და დაცვაში მონხილით არ წავაგებდით!!
გენა
20 აგვისტო 2020 22:18
0
ფიფია ნახვამდული
შაკო
20 აგვისტო 2020 22:15
0
ძალიან კარგი მაგრამ დინამოს მთავარი პრობლემა რომან ფიფიაა, თუ ფიფია დარჩება დინამოში, ეს უბედური კლუბი ისევ გაივსება უვიცი მწვრთნელ-ფეხბურთელებით.
დაT
20 აგვისტო 2020 22:10
0
მე პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს , შეიძლება კარგი კაცია გულიანი, მაგრამ მიმაჩნია რომ გინდა ყოფილა ეს მწვრთნელი და თუ გინდა მოურინიო , ალეგრი ან კონტე მიიყვანონ შედეგი იქნება ყველას ერთნაირი. აქ პრობლემა არის დიდი შემადგენლობაში. 70% უნდა გაუშვა გუნდიდან დანარჩენები კი უნდა ათამაშო მეორე გუნდში რომ განვითარდნენ.
პ.ს. თუ თავად არ ყოფნით ფანტაზია სფფ-ს და მის პრეზიდენტს , მზად ვარ მე დაწერილი პროექტი მივაწოდო, დააფინანსონ 200 მილიონი ლარით და 10 წელში იქნება კონკრეტული შედეგი . მე პირადად არც თანამდებობა მინდა და არც ხელფასი, ისედაც კარგად ვარ უზრუნველყოფილი.
მიხაელ
20 აგვისტო 2020 22:06
0
ყოჩაღ ჩხეტო. თუმცა სჯობდა შენს მიერ დადსტურებული უვარგისი და უმაქნისი ფეხბურთელები გაგეყარა, მაგრამ ასე არ ხდება შუა სეზონში. მაგ არაკაცების სინდისზე იყოს წაგებაც და შენი წასვლაც.
jango
20 აგვისტო 2020 22:05
1
ძან გამხარდა ამის წასვლა თავიდნვე შეცდომა იყო ამის მოყვანა კვასხვაძეც მიყვეს უკან და მერე ფიფიაც ერთი ნორნალიირ ფეხბურთლი ვერ ჩამოუყვანია კაცს ფიფა წადი მოწყდიი თფიკისის დინამოს უკვე მცხვენია ამხელა ისტორიული კლუბი ესეთ დხეში როარის კარგი ვიც ვყავდა ყველა გაუშვა და დატოვა აქ ჩაჩურა ფეხბურთელები უკვე თფილისის დინამოს გულშემტკივრებს მთელ საქართველოს გვაყენებ შეურწყიბას შენი საქმიანიბით ხელს უწყობ რო დახუპო კლუბი ამას აკეთებ შენ ფიფია წადი რააააააააა წადიიიიიი არასდოს არ გაძლიერედება ჩვენი ჩეპიონატი თუ გაშვით ნიჩიერი კაი ფეხბურთეკები სხვა ქვეყნის ჩეპიონატში რო დატივებთ ნიჩერ და ძლერ ფეხბურთოებს აქ ჩვეთან გადაუხდით კაი ხელფას უფრო გაძლერდება ჩეპონატი ვიც კაი ფეხბურთელი გამოჩდება კარგად ითამაშებს ეგრევე უშვებთ მერამდენეჯერ გეუბნები ფიფა წადიიიიიიიიი გვარცხვენნ წადი მიცი სხვას შასი უფრო განავთაროს დინამო წადიიიიიი
Irakli
20 აგვისტო 2020 21:36
0
ბულინგიო?! კიდევ ვერ ხვდება რა ქნეს და დინამო რას ნიშნავს !!!
ამირანი
20 აგვისტო 2020 21:33
1
რა მოყვა, ბულინგიო?! ისა და ქართულად სულ ვეღარ ლაპარაკობთ თუ მოდაში აღარ არის ქართული ?! ბულინგი კი არა თქვენ რა საზიზღრობაც მოიმოქმედეთ გუშინ პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე!!! მაგას სახელი არ ააქვს საერთოდ!!! ეს კიდევ ბულინგიო !!! გადასარევი პირდაპირ !!!
........
20 აგვისტო 2020 21:31
0
ბატონო რომან თქვენი ჯერია, რამდენი წელია უკვე შედეგი არ ააქვს დინამოს, როდემდე?! ხომ უნდა მიხვდეთ რომ ეს საქმე თქვენი არ არის არაააა!!!
sos
20 აგვისტო 2020 21:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული