კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ფიფიაც წასასვლელია.დინამო ყოველ წელს უკან მიდის.ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!!!!!!
თელავი
20 აგვისტო 2020 20:55
0
"ც" რამ დაგამატებინა, ფიფიაა თავი და თავი მთელი ამ უბედურების. მეხუთე წელია მაგას გავყვირივარ და დისლაიკების კორიანტელი იყო. ჩემზე გამძლეებსაც ვერ გაიძლო ნერვებმა. კლავიატურით ამ უნამუსოს ვერ მოვიშორებთ, იურიდიულად მეპატრონეა, მაგრამ მმართველობას ნამდვილად უნდა მოშორდეს. აიკრძალოს 21 ან 23 წლამდე ფეხბურთელების გაყიდვა გარდა ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებისა). მოკლედ ბევრი რამაა შესაცვლელი კლუბში და ხალხმა უნდა ავირჩიოთ დინამოს მმართველი.
emigranti
21 აგვისტო 2020 01:51
2
უეჭველი უნდა წავიდეს.დინამო ისეთი კაცის ხელში უნდა იყოს ვისაც ფეხბურთი, დინამო უყვარს და არა მხოლოდ დოლარები.
თელავი
21 აგვისტო 2020 16:17
0
ეს არ უშველის პრობლემას! დამიჯერეთ არაფერი შეიცვლება. დროა ფიფიამ გაასხვისოს გუნდი. ნამდვილ ქომაგებს ამით ვერ მოატყუებთ ბატონო რომან! თქვენი ადგილი დინამოში საკვანძო პოზიციაზე არაა! თქვენ დინამოს ბრენდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეთ!. კვლავ ახალ წრეზე აპირებს გასვლას!. რაც შეეხება ბულინგს- ჯერ გაერკვიეთ ამ ტერმინში აჯობებს.
ხმა ამოიღეთ ჟურნალისტებმაც, ნუ ათამაშებთ ერთ ადგილს, თქვით სიმართლე. სადაა სახელმწიფოს მიერ დახარჯული მილიონების შედეგი?, ეს უკვე კრიმინალიცააა!
ქომაგი
20 აგვისტო 2020 20:46
0
სპორტული დირეკტორიც გაიყოლე... ფიფიაც ბარემ!! თორე გადაწერა ქართული ფეხბურთის ისტორია
giorgi
20 აგვისტო 2020 20:40
0
ვისთან წააგენ, ნორმალური გუნდი მაინც ყოფილიყო. იმ გუნდთან დინამო ხომ საერთოდ კატასტროფა იყო.

ალბათ დადგა დრო ჩვენც გავიგოთ, რომ საქართველოში საკლუბო გუნდების იმედი არ უნდა გქონდეს. იმიტომ რომ თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდა ყველას გაყიდიან. ერთი ნაკრები თუ იზამს რამეს.
ქომაგი
20 აგვისტო 2020 20:51
3
დინამოს პრობლემა არის მწვრთნელიც და კლუბის ხელმძღვანელობაც მთილად და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატი არის ძალიან დაბალი დონე მსოფლიოში ვართ 44 ადგილზე და 43 ზეა მალტის ჩემპიონატი და ლიხტენშტეინიც კი გვისწრებს და როცა ფედერაცია სპორტის სამინისტრო და პარლამენტის სპორტის კომიტეტი გამოდის და საუბრობს რომ ჩემპიონატის დონე იწევს მაინტერესებს რაში გამოიხატებაა ამ დონის აწევაა? მახსოვს ქეცბაია იძახდა რომ რამდენიმე წელიწადში საერთოდ ფსკერზე იქნება საქართველოს ჩემპიონატიო და ეგ დროც დადგა სამწუხაროდ თუ იქამდე კიდე რამეს ახერხებდნენ ქართული კლუბები ახლა ბოლო წლებია უკვე სომხეთის ალბანეთის ყაზახეთის და აზებაიჯანის გუნდებიც კი უპრობლემოთ გვიგებენ და არც კლუბების ხელმძღაველობას არც ფედერაციას და არც სახელმწიფოს არ აქვს არანაირი გეგმა შიდა ჩემპიონატის გაძლიერების და დონის აწევის და ის ფული რა ფულსაც აძლევენ კლუბებს რაში იხარჯება არავინ იცის ხან გუნდების რაოდენობას ამიცერებენ ხან კალენდარს ცვლიან მარა ეს შედეგს არ შეცვლის თუ რეალური პროგრამა არ დაიდება ეს პროგრამა კიდე არ ჩანსს.
გიორგი
20 აგვისტო 2020 20:46
0
მე მგონი თვითონ ჩხეტიანი ვერ გაერკვა, რა გაუგებრობაშიც მოყვა. რაც ფიფიას ხელშია დინამო, ბოლო არ უჩანს მის ზღაპრებს დინამოს ძველი დიდების დაბრუნებაზე და ევროტურნირებზე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე. ამის საპირისპიროდ გუნდში მიდიან და მოდიან საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ მესმის, რისი მიღწევის იმედი ჰქონდა მთავარ მწვრთნელს? დინამოელები უაზროდ შეყვარებულ გულშემატკივარს კი ჰქონდა ტირანას უპრობლემოდ დამარცხების იმედი, მაგრამ რეალობა მატჩამდეც სულ სხვას გვკარნახობდა.
????
20 აგვისტო 2020 20:44
0
ფულის გათეთრება ბაბაია!
რაულ გონსალეს ბლანკო
20 აგვისტო 2020 21:02
0
რაულ გონსალეს ბლანკო, მაგას ჩვენ კი არა, პატარა ბავშვიც ხვდება, მაგრამ ხმის ამომღები ვინ არის? ერთი წერდა, ამოიღონ ხმა ვეტერანმა დინამოელებმაო, მაგრამ აბა ჰკითხე ერთი როგორი კაციაო და რას გეტყვიან? დარწმუნებული ვარ, საკუთარს თეთრს არ ხარჯავს, სულ სახელმწიფოსგან მიღებულ ფულზეა დინამო და იმიტომაც არის კარგ დღეში. ჩვენ არა, მაგრამ საკმაოდ არის ხალხი, ვისაც დღემდე სჯერა მისი არაკების
????
20 აგვისტო 2020 22:39
0
საერთოდ რისთვის მოდიოდი? წაიყვენე შენი ბალასტი-დირკა კვასხაძე,ელვა,მეხი და სხვა სტიქიური მოვლენები...
ლ.გიო
20 აგვისტო 2020 20:48
8
ეგ დირკა იყო ჩემპიონობა რო აგახია :)
ზურა
21 აგვისტო 2020 09:55
0
ეს უკვე სხვა საქმეა! ახლა დოლიძე, მუგინეიშვილ კვასხვაძე და ტორპედოს სხვა ნარჩენებმაც აიკარით გუდა ნაბადი
ლადო
20 აგვისტო 2020 20:43
9
ბიჭო ტორპედო შეგეხვეწათ წამიყვანეთო??? ყოფილი ტორპედოელები რო წავლენ დარჩენილი ნარჩენებს რას უზამთ???
ზურა
20 აგვისტო 2020 21:46
0
"სტაფი"არსად დაგეკარგოს ჩხეტიანო.აი, შენ კი გაქრი
გია
21 აგვისტო 2020 02:33
2
ერთი ცხვარი შეწირა მარტო ამ ამბავს:)
გოგა
20 აგვისტო 2020 20:38
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული