თბილისის "დინამომ" მწვრთნელობის სასურველი კანდიდატი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და როგორც adjarasport-ი წერს, თბილისელებმა სასურველ კანდიდატად გორის "დილას" დამრიგებელი გიორგი ნემსაძე შეარჩიეს.

წყაროს ცნობით, თბილისური კლუბი უკვე დაუკავშირდა ნემსაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილი და პოზიცია უცნობია.

გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში დაიწყო. ამის შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და 2019 წლიდან კი გორის "დილას" უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გორელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ჩისკო მშვენიერი ტრენერი იყო, უბრალოდ ფიფიაა პრობლემა. ჩისკომ თხოვა ფეხბურთელების ყიდვა, ფიფიამ უარი უთხრა და წავიდა გუნდიდან რადგან უაზრობა იყო ასეთი გუნდით გაგრძელება.. რასაც გავს გუნდი კი ვხედავთ. ფიფიაა გასაგდები
ako
21 აგვისტო 2020 12:12
2
აუ კაცურად არ გინდათ რა არც ეს, არც კორღალიძე და არც დევდარა, არც ჭია, არც ფრუიძე და არც არავინ საქართველოდან! წესიერი კვალიფიციური უცხოელიიიიიი!!!!
დააბრუნეთ ჩისკოოოოოო!!!!! ან გარსია კიდევ უკეთესიიიი!
და პოლოლიკაშვილი დააბრუნე ფიფია, გაუშვი ეგ დოლიძე და სხვა სისხლის მწოველი წურბელები რომ გყავს გუნდში!
ლადო
21 აგვისტო 2020 12:11
4
ნემსაძე რო მაგარი მწვრთნელია დაამტკიცა!!!
ყოველ შემთხვევაში ჩხეტიანს მძინარეც კი აჯობებს.ოღონდ მე რო მესაძეს ადგილზე ვიყო არ წავიდოდი დინამოში.ჯერ ერთი დილა დაალაგა და ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. მეორე-და მთავარი:ისე აქ „ჩათათხული“ ჩხეტიანს დინამოში,რო გუნდად რო აქციოს დიდი დრო დასჭირდება და შეიძლება სანამ გუნდად აქცევს თავადაც ძვირი დაუჯდეს.
ლ.გიო
21 აგვისტო 2020 12:09
0
დინამოს პრობლემას მწვრთნელი ვერ გადაწყვეტს! აქ უფრო ღრმა პოლიტიკაა გასატარებელი ფული უნდა დაიხარჯოს ბოლობოლო გაბალის დონის გუნდის შექმნა ესე რთული??? უბრალოდ არუნდა ფიფიას. მაგაზიად აქცია ისტორია!!!! სირცხვილია
giorgi
21 აგვისტო 2020 12:08
1
ოჰო! ეს თუ გაბრიყვდა, დილა მიატოვა და ფულის გულისთვის ამ სოვდაგრის ყმობაში აღმოჩნდა, საკუთარ ავტორიტეტს და სამწვრთნელო კარიერას მძიმე დარტყმას მიაყენებს. იმედი მაქვს მისი გონიერების, მითუმეტეს ცნობილი არჩევნების გამოცდილებაც საკმაოდ აქვს და უარს იტყვის მისთვის მართლაც ძვირფასი კლუბის გაწვრთნაზე, რომელიც ერთი გულშემატკივრის არ იყოს, ბებოს ბოსტანს დაამსგავსა მისმა მეპატრონემ
????
21 აგვისტო 2020 11:57
2

სიახლეები პოპულარული