საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველ ლაშა შერგელაშვილთან ხელშეკრულება გააფორმა და ფეხბურთელი ზღვისპირელთა რიგებში 2 წლის ვადით დარჩება.
ლაშა შერგელაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის კანდიდატია, ბოლოს ბერძნულ "პას იანინაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო.
იქამდე კი მარცხენა მცველი ლატვიურ "რიგასში" გამოდიოდა. შერგელაშვილს საქართველოში თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიის" მაისურით უთამაშია.