თბილისის "დინამოს" ჩისკო მუნიოსი ჩაიბარებს

AutoSharing Option
lelo.ge-ს ცნობით, გორის "დილას" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისის "დინამოს" სათავეში ჩადგომაზე უარი განაცხადა და კახა ჩხეტიანის გადადგომის შემდეგ ვაკანტურ პოსტზე ესპანელი ჩისკო მუნიოსი დაინიშნება.

თბილისის "დინამო" 39 წლის ჩისკოს მწვრთნელად დანიშვნას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

ჩისკოს ხელმძღვანელობით "დინამო" 2019 წელს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი მოულოდნელად სამუშაოდან დაითხოვეს.

ის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
ძალიან კარგი ჩისკო, რომ მოვიდა, მაგრამ დინამოს მთავარი პრობლემა ფიფიაა, რომელსაც გულშემატკივრები საერთოდ არ აინტერესებს, მთავარი ფულია მაგისთვის. დინამო ეროვნული გუნდია, დიდი ისტორიით, თუ მთავრობა ჩაერთვება ძალიან კარგი იქნებაა!!!
x.x
22 აგვისტო 2020 14:41
1
მთავრობა რაში უნდა ჩაერიოს მეგობარო?კერძო საკუთრებაა და როგორც უნდა ისე მართავს ეგ კაცი.თქვენ თუ გაქვთ საკმარისი თანხა დაელაპარაკეთ იქნებ მოგყიდოთ კიდეც.
ლევანი
22 აგვისტო 2020 19:39
0
სირცხვილია ამხელა ისტორიულ კლუბს ტირანა რო უგებდეს რა გახდა ერთი საქართველოში კარგი გუდი რ9გირ ვერ გაკეთეს როგორ მშურს დონეცკის შახტიორის ესეთი ერთი ფინასურად ძლიერი კლუბი როგირ ვერ გაკეთეს ფინასები ფეხბურთ რო ჩამოიყვანო კარგი ფეხბურთელები რო ჩამოყვან მერე ხალხიც ივლის სტადიონებზე უფრო გაძლერედება ჩეპიონატი ჩვენ ნიჩერ ფეხბურთელებს არ მოუდება ტობოლში და ნეფჩი ყაზახეთში წასვლა ხელფას რო გადუხდით კარგს დარჩრბიან ძლერები ჩეპიონატიც კარგი იქნება ეს არუდათ ფიფა ხო ვაფშე ანდენი წელია დინამოს ფლობს გუდი ვერ შეკრა კარგი ფეხბურთელებით ჯგუფურ ეტანზე ამდენი ხანი ვერ გავედით სირცხვილია აქ რახაცას აქვს ადგილი სხვა რახაცა ხდება მცხვენია ფიფა შეს მაგივრათ შენ არ ქონია ნამუსი სიდის წადი რააა
Irakli
22 აგვისტო 2020 10:41
2
ერთი ძალიან კარგი გუნდი რომ გაკეთდეს ამის ფინანსური შესაძლებლობა შეიძლება სახელმწიფომაც გამონახოს ან ვინმე ფულიანი კერძო პირი მოიძებნოს, მაგრამ იმ "კარგმა გუნდმა" ვის უნდა ეთამაშოს, ფორმაში როგორ უნდა იყონ თუ დანარჩენი 9 გუნდი ამ დონის იქნება რაც ახლაა?!! ასე, რომ ეღთი კარგი გუნდის გაკეთება შეუძლებელია!
aburjga
22 აგვისტო 2020 12:22
3
ფიფია არ გვივარგა და ფიფა-ს რას ერჩი? დახმარების მეტს რას გვიკეთებს?
Irakli-ს
22 აგვისტო 2020 12:55
4
დინამოს აკადემია აქვს. სტადიონი აქვს. ბაზა. მინდორზე ვეღარ იწუწუნებენ უმაგრესია. ჩემპიონატის დონემ ცოტა აიწია ახალი სტადიონები შენდება და ბრძოლის უნარიანი გუნდებია. ფული ესეთუისე აქვთ და თუ ნიჭიერები გვქვია ტირანას რომელსაც დინამოსნაირი პირობები ვერ ექნება როგორ უნდს გვაჯობონ? ამიხსენით ვინმემ. ალბათ ფეხბურთელებს რომ ყიდიან იმის ბრალია. ვერასოდეს დავიჯერებ რომ დინამოს არ შეუძლია ალბანელებს აჯობოს.
123
22 აგვისტო 2020 10:40
3
ხალხმა რატო უნდა იაროს ვერ ვხვდები,, საქართველო ძალიან პატარაა, ყველა ყველას ახლობელეია, ყველა ბევრი რაღაცეები გვსმენია , როცა თამაშები წინასწარ გარკვეული იყო, როცა ამდენი ჩაწყობა, და ამ ყველაფერთან ერთად უსაზიზღრესი დონის ფეხბურთი, რამდენჯერ იყო რო გაივსო სტადიონი, გინდა სანაკრებო და გინდა საკლუბო, და ყოველთვის უთავმოყვარეო თამაში რო იყო, ან კიდე წინასწარ გარკვეული თამაშის სუნი რო ასდიოდა, ამ ყველაფრის შემხედვარე როგორ უნდა მიხვიდე და უგულშემატკივრო? აი რაც არარატთან მოხდა შარშან, ან ეხლა ტირანასთან, როგორ უნდა მოგიბრუნდეს გული და როგორ უნდა ყსაყვედურო კაცს რატო არ დადიხარო? ეს არის ემოციური სპორტი , მკვდარს ვერ ვუგულშემატკივრებ!!! ///// გაააკეთონ კაი გუნდი , გავიდეს ლიგაზე , შეხვდეს რეალს, იუვენტუს, ბარსელონას, ბაიერნს, და აი ნახავ აქეთ დაიწყებენ ტელევიზიები ფულის გადახდას, შეიძლება გვარამიამ წაიყვანოს მერე რეპორტაჟები!!! აბა ისე ვის რათ უნდა ??? ხო ხედავ თურქული საშინელ სერიალებს უფრო მეტი რეიტინგი აქ ვიდრე თბ.დინამოს!!
Vasili
23 აგვისტო 2020 00:48
4
მეგობარო, შენ თვითონვე წერ პრაქტიკულად, რომ არ გაინტერესებს საქართველოს ჩემპიონატი და მაინცდამაინც ლიგაზე გასვლა, იუვენტუსთან და რეალთან თამაშის ყურება გინდა. ამაშია პრობლემა. ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ. უამრავი კარგი თამაში ყოფილა ჩვენს ჩემპიონატში, ტყუილად გგონია, რეალს თუ არ შეხვდი, საინტერესო რა უნდა იყოსო.
ვასილის
23 აგვისტო 2020 02:30
3
ფიფიას ხელწერა სულ ერთი და იგივეა, საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი - თავიდან დაიწყო ესპანელებით, გაუშვა. რომ ვერაფერი მოიფიქრა უკეთესი, გაურკვეველი წარმომავლობის ლეგიონერები მოიყვანა, ისინიც იმავე გზას გაუყენა. ეხლა იქამდე მივიდა, საქართველოში დაიწყო მწვრთნელისა თუ ფეხბურთელების ძებნა, შორს არ წასულა და აგერ ჩხეტიანი მოიყვანა, ეხლა ისევ ჩისკოს მიუბრუნდა და მიდიი! ერთ წრეზე მიდის გუნდის ცხოვრება. ნაყიდი აქვს კლუბი, სტადიონიც 50 წლიანი იჯარით გადაცემული და ეგ არის. გააკეთა აკადემია, მაგრამ იქიდან მოსული ბიჭებით ჯერჯერობით ერთი, ჩვეულებრივი ქართული კლუბი ჰყავს, დილასთან და თელავთან რომ ჭიდაობს. ამბიციები კი ევროტურნირებზე ჯგუფური ეტაპზე გასვლაა. წარმოდგენა არა მაქვს, ჩისკოს მწვრთნელობით რა უნდა უშველოს? არც რაიმე საშუალება არსებობს, უკეთესისკენ უბიძგოს. ერთადერთი დიქტატორი ხელისუფლება თუ აიძულებს სიტუაციის შეცვლას, თორემ არც ფედერაცია და არც სამინისტრო მას პასუხს არ მოსთხოვს.ფაქტია, თბილისის დინამო, რომელიც მატერიალური მდგომარეობით ყველა ქართულ კლუბს აღემატება, უკვე ადვილად ხელწამოსაკრავი გახდა
????
22 აგვისტო 2020 19:22
0
უბრალო კითხვა მაქვს - ჩხეტიანსმა რომ მოიხადა ბოდიში, ფეხბურთელები რას ან ვის უცდიან?

მორალი - მაგათ ისე შესტკივათ გული დინამოს იმიჯზე, როგორ ჩვენ ირკუტსკის ირტიშზე. დინამო მაგათთვის არის ხელფასის დამრიგებელი ორგანიზაცია. მორჩა და გათავდა. დაუნიშნე ეხლა მაგათ მარჩელო ლიპი.
დიდგორელი
22 აგვისტო 2020 14:19
0
კაცი გაუშვეს და 6 თვეში დააბრუნეს. ეს ფიფია ძაან ურევს. ისე ჩისკო კი გვინდოდა ნამდვილად.
გენა
22 აგვისტო 2020 09:53
1
ეს კაცი,რო დაეტოვებინათ არ შერცხვებოდა დინამო,მაგრამ ფიფია კაპიკებს დასდევს. დატოვონ ეს კაცი მოუყვანონ რამოდენიმე ნორმალური ლეგიონერი და გუნდი იქნება. ფიფიას არ აინტერესებს ძლიერი დინამო, ეგ კაცია ვაჭარი და ვსიო. სულ არ მაინტერესებს დემოკრატია დინამო წასართმევია ამ ვაჭრუკანასთვის, უნდა მიაშავო რაც დახარჯა და ჩაბარო წესიერ პატრიოტ ადამიანს.
გოგა
22 აგვისტო 2020 11:14
1
ნეტავ რამე ეშველოს ჩვენ სახელოვან დინამოს და დაიბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი საერთაშორისო სარბიელზე ! ბატონო ფიფია იქნებ გაიმეტოთ ცოტა მეტი თანხა და ჩისკომ თავის ნაირი ლეგიონერები მაინც რომ ჩამოიყვანოს 4-5 კაცი რომ გუნდი ხერხემალში გასწორდეს და მაჩანჩალა ჭ კლასის თამაში აღარ ვიხილოთ გულშემატკივრებმა, ევრო სარბიელს რომ თავი დავანებოთ ეროვნულ ლიგაშიც რომ სათანადო საშუალო კლასი მაინც აჩვენოს და სხვა ქართული გუნდებიც უფრო იფიქრებენ გაძლიერებაზე და იქნებ ჩვენი ჩემპიონატის დონეც ამაღლდეს და ასე საცოდავად არ გამოიყურებოდეს ჩვენი ფეხბურთის დონე !!!
gocha juve
24 აგვისტო 2020 17:31
1
მთავარი საკითხია ფეხბურთის გადაქცევა ბიზნესად. ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში ფედერაციას ეკუთვნის.ფედერაციამ უნდა მოძებნოს მყიდველები.მერიას რა საქმე აქვს ფეხბურთთან. ფიფია მაშინ გააძლიერებს გუნდს, როცა ეყოლება კონკურენტი გუნდები. რა ინტერესი აქვს ფიფიას ჩამოიყვანოს და მილიონები უხადოს ხელფასი ლეგიონერებს, რომ საქართველოს ჩემპიონატი მოიგოს? ფედერაციას არ სცალია , საპარლამენტო არჩევნებია მოსაგები!
თამაზი
22 აგვისტო 2020 17:17
9

სიახლეები პოპულარული