თბილისის "დინამომ" მწვრთნელობის სასურველი კანდიდატი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და როგორც adjarasport-ი წერს, თბილისელებმა სასურველ კანდიდატად გორის "დილას" დამრიგებელი გიორგი ნემსაძე შეარჩიეს.

წყაროს ცნობით, თბილისური კლუბი უკვე დაუკავშირდა ნემსაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილი და პოზიცია უცნობია.

გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში დაიწყო. ამის შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და 2019 წლიდან კი გორის "დილას" უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გორელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ბატონო რომან, გასაგებია რომ სამწუხაროდ საქართველოს ეს ისტორიული კლუბი თქვენი საკუთრებაა და მიუხედავად უშედეგობისა არ თმობთ!!! ელემენტარული დასკვნებიც ვერ გამოგაქვთ?! როდემდე?!
ამირანი
02:15 22-08-2020
0
ეს მშიშარა კურდღელი დინამოში? გვეკაიფებით?
საქართველო
00:46 22-08-2020
9

სიახლეები პოპულარული