ვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად
შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

მკითხველის კომენტარები / 72 /
ზოგიერთების კომენტარებს რომ ვკითხულობ მრჩება შთაბეჭდილება ეს ის ხალხია სახლში გასაქცევად 20 წუთით ადრე რომ ტოვებენ ტრიბუნების წაგებული მატჩისას
ბაჩი
08 სექტემბერი 2020 01:24
1
შეიძლება არავინ არ დამეთანხმოს მაგრამ გვილია არის ის ჯოკერი რომელიც მაკედონიისთვის მეორე პულკაში დამალა ვაისმა...

როგორც პას-გარდა მყოფი ვითომ იძულებით იტყვის - 1

ასეთი ჯოკერია ჩემი აზრით გვილია , რომლის ბევრი თამაში მაქვს ლაივში ნანახი და ვიტყვი რომ საბუნდესლიგოდ მზად არის თავისუფლად...
ძალიან საინტერესო ნაკრები გვყავს მთავარია კერძისთვის ინგრედიენტები დროის,ზომების და ხარისხის მიხედვით გადაანაწილო... წარმატებები ქართველებო...❤❤❤

. ლორია

კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა

კანკავა გვილია

დავითაშვილი კვარაცხელია
ჩაკვეტაძე
კაჭარავა ოქრი


იმედია ხვდებით რომ არ ვხუმრიბ! =))))


მევარმე
08 სექტემბერი 2020 01:32
2
ლობჟანიძეს ევროპული ტიპის სწრაფი გარემარბის გამოყენება აუცილებელია, განსაკუტრებით კარგია კონტრშეტევებისას, შეიძლება მომეჩვენა მაგრამ თითქოს პსებით ჩაგრავდნენ
giorgi
08 სექტემბერი 2020 07:50
4
რა თქმა უნდა, ყველას თავის პოზიციაზე ურჩევნია თამაში, მარჯვენა შემტევებიდან ახლა მხოლოდ შენგელიაა გამოძახებული და წესით ძირითადშიც მან უნდა ითამაშოს. ვეთანხმები, რომ კვარა მარცხნიდან ბევრად პროდუქტიული იქნება. ფორვარდის უკან ამ შემადგენლობიდან ბევრს შეუძლია თამაში ღირსეულად (ოქრი, ჩაკვეტაძე, გვილია, აბურჯანია და დავითაშვილი), არჩევანი რთულია. მგონია, რომ აბურჯანიას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს საყრდენის პოზიციაზე.
ლაშა
07 სექტემბერი 2020 20:30
1
მჭედლიძე სად არის ვინ იცის? სადმე გადავიდა თუ თავი დაანება საერთოდ?
zena
07 სექტემბერი 2020 21:20
5
ონლაინშია....
დდდდდდ
07 სექტემბერი 2020 21:47
1
გვილიას ბოლო თამაშს ვუყურე ომონიასთან ჩემპიონთა ლიგაზე და ვერ ითამაშა. შეცვლის კანდიდატი იყო. ჩაკვეტაძეს მეორე ტაიმში გამოყვანას დააწყებიოს ჯობია. ოქრიაშვილი არვიცი არავის რომ არ მისდის თამაში და დაქოქვა უნდა გუნდს მაშინ შეიძლება მარა თავს ზემოთ ძალა არაა, ვერ თამაშობს, არაა ფორმაში. ანორთოსისის თამაშებს ვერ ვუყურებთ თორემ გვეცოდინებოდა ოქრიაშვილის ახლანდელი ფორმა და დონე. კვარაცხელია ბურთს ზედმეტად იჭერს, მაგრამ გამოსდის მაგ ბიჭს რამდენიმე კაცის მოტყუება და სახიფათო მომენტების შექმნა. მწვრთნელზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ვაისის გემოვნება ბევრს მაინდამაინც არ მოსწონს და ვნახოთ როგორ იქნება.
მე ასე ვფიქრობ
07 სექტემბერი 2020 20:48
0
ამ ეტაპზე მარცხნივ კვარაცხელია უნდა დააყენო უმაგრრეს ფორმაშია და რაც შეეხება ზურიკოს რავი მარჯვნიდან უკეთესია მგონი მე რასაც ვუყურებ დდ და ვფიქრობ რომ ორივემ ძირითადში უნდა დაიწყოს ოქრიაშვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ნაკრებში მაგრამ ესტონეთთან არ მომეწონა მისი თამაში კაჭარავამ გოლი კი გაიტანა მაგრამ სხვა ვერაფერი ქნა საერთოდ ისევ უთამაშებელი ქვილითაია სჯობს ჯიღაური კი ნორმალურად იდგა ესტონეთთან მაგრამ მაკედონიას ძლიერი ფლანგები ჰყავს და ამ ეტაპზე ისევ კობოური ან ხოჭოლავა სჯობს ჩემი აზრით და რაც შეეხება ჩაკვეს თუ გვილია მწყობრშია სჯობს გვილია იყოს ძირითადში და ჩაკვე ფლანგზე შემოვიდეს მეორე ტაიმში
KA
07 სექტემბერი 2020 19:21
0
ლორია--კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ჯიღაური-კანკავა გვილია კვარა დავითაშვილი,-ჩაკვეტაძე,ოქრი.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2020 05:33
0
ბიჯო კაცი არა ხარ, გვითხარი კიტეიშვილი გვეღადავება, შტურმი, თუ შენ! ნაკრებში კაცი გამოიძახე და არაფერს ამბობ, ამხანაგურში რატომ ითამაშა!?
მწრთვნელი
07 სექტემბერი 2020 21:18
4
ჩვენთვის ბალკანელები ყოველთვის უხერხული მეტოქეები იყვნენ.ამიტომ თავქუდმოგლეჯილი შეტევა არ გამოვა და არც ვაისია დიდად რისკიანი, უბრალოდ ვინც ძირითადში თამაშობს კლუბში, აქაც ის უნდა ჰყავდეს, ასეთი გვილიაა და მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული. როტორელებიც მონდომებული არიან. იოლი მატჩი არ გვექნება და მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
: )))))))
07 სექტემბერი 2020 19:21
1
თამაში ცენტრფორვარდის თავით გატანილმა გოლმა მოგვაგებინა და ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ რომ ვიღაც ჭკუისკოლოფებს ოქრი მოსწონთ რომელიც თავით საერთოდ ვერ თამაშობს.ე.ი.მეორე სართული საერთოდ დავუთმოთ? ეტყობა პლეისტეიშენი გონიათ ზოგიერთებს ფეხბურთი.
ვა რა დონეა
08 სექტემბერი 2020 13:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული