ვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად
შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

მკითხველის კომენტარები / 72 /
დღეს კვარა იგებს თამაშს, დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი!
c
08 სექტემბერი 2020 15:15
1
მეკარე და დაცვაში აღარ გავმეორდები არცაა ასარჩევად საქმე. კანკავას გვილია უნდა შეუწყვილოს დღეს. 3შემტევი ზურიკო ჩაკვე და კავარა. წინ აუცილებლად ლობჟანიძე პასიც კარგი და დროული აქვს... სისწრაფე არაჩვეულებრივი დანიას რა გოლი გაუტანა ჩოუქროლა ქორივით???? ამ კაჭარავას წვალებას და 10დან 1საჰაეროს მოგების გამო კაცო სასტავში დააყენო არ გამიგია. საბა ცენტრ ფორვარდათ გაასწორებს თან არც შავ სამუშაოზე იტყვის უარს პრესინგის დროს....მიზანიც ჩვენს ვითომ თავდამსხმელებზე მეტადაც გასწორებული აქვს. აუცილებლად მოსაძებნია მარჯვენა მცველი ჯიღაურის იმედათ....
ვაიიის
08 სექტემბერი 2020 11:53
3
დავითაშვილს, ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას და ლობჟანიძეს ერთდრულად არ გამოიყვანს
ზაზა
08 სექტემბერი 2020 12:16
0
დავითაშვილის არ გამოყენება ამ ეტაპზე დიდი შეცდომა მგონია,ბოლო ტურში მატჩის საუკეთესო მოტამაშედ დაასახელეს კლუბში,ჩემი აზრით არანაკლები ფეხბურთელია კვარაცხელიაზე! ეხლა მაგარ ტონუსშია!
გაბო
08 სექტემბერი 2020 09:34
5
არ იყენებს და მერე იძახის ყაზახეთში და კვიპროსში მოთამაშე ხალხი მყავს რა შედეგს მთხოვო.
რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს არ ათამაშებს კვარაცხელიაზეც იძახის სეიძლება სკამზე დავსვაო.
მაგრა არ მევასება ეს ტუპოი ვაისა
las
08 სექტემბერი 2020 09:44
2
ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვყავს საშუალოზე სუსტი ნაკრები და ნუ გამოიდებთ თავს, რომ წააგონ, მერე მაგრად გაგიტყდებათ. არადა მოსალოდნელია. ერთი და ორი ფეხბურთელი გუნდი არაა. ვინ გვყავს ნაკრების დონე, ან ჩაკვეტაძე პელე რომ გახადეთ, ერთი საშუალო დონის მითამაშეა ისიც დაბალ კლასის გუნდში. ხვიჩა მართლა მოვლენაა მაგათ ფონზე.
ღმერთმა ქნას მოვიგოთ, მაგრამ მურც წაგებას გაიკვირვებთ, მაკედონია ესტონეთი არ არის და არც თელავის ნადიკვარია.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 სექტემბერი 2020 23:32
29
ჰაააააააააააააააააა
1
07 სექტემბერი 2020 23:44
0
ლორია, დაცვა მარჯვნიდან: კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა გრიგალავა. საყრდენები: კანკავა, კვეკვესკირი. შუახაზი მარჯვნიდან: კვარაცხელია,გვილია,ჩაკვეტაძე. ცენტრფორვარდი ალბათ ქვილითაია. ვინც უარესად ითამაშებს შეიცვალოს და გამოვიდეს დავითაშვილი, ლობჟანიძე, ოქრიაშვილი (ან შენგელია თუ მარჯვენა ფლანგმა ვერ იმუშავა) კვარაცხელია მარცხნივ კი ჯობია, მაგრამ მარჯვნიდანაც კარგად უტევს ჩაკვეტაძისგან განსხვავებით. გვილია კი თავდამსხმელის უკან ცენტრში. ერთ გოლზე გაჩერება არ შეიძლება, სახიფათოა.
მინდია
07 სექტემბერი 2020 22:07
8
Ip თ მბლოკავთ, თუ ნიკით? :) გადასარევი გიორგი ქართული ფეხბურთის სამსახურში.
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 19:41
1
IP-თ იბლოკება, ნიკით ვერ დაგბლოკავენ ;) შენნაირი ნიკი სხვასაც შეიძლება ჰქონდეს, ან შენ ცვალო. მე არასოდეს მაქვს ერთნაირი ნიკი, მაგრამ როცა უნდათ მბლოკავენ ))
IP-თ
07 სექტემბერი 2020 21:37
0
საბა ლობჟანიძე კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი გვილია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ხოჭოლავა გრიგალავა კვირკველია კაკაბაძე ლორია .. ესე დავაყენებთ მე 4 3 3... რაც შეეხება ქვილითაიას და კაჭარავას ამათ გამოძახებას ბევრად ჯობდა სიხარულიძე ლოკომოტივიდან დარბის და გოლი გააქვს ....მაგათმა კიდე ბოლოს გოლი როდის გაიტანეს არ მახსოვს კაჭარავას უბრალოდ გაუვარდა საბა ლობჭანიძემ კიდე რამდენი მომენტი შექმნა შეცვლაზე შემოსულმა დარბის ტიპი ვეფხვივით .. გვაკლია ქიტეიშვილი ძალიან და მარცხენა მცველი ვინმე გვჭირდება თავდასხმაზე რო არაფერი ვთქვათ
Jeyjey
07 სექტემბერი 2020 19:36
6
კარგი ვარიანტია მსაჯმა თუ დაგვრთო ნება 12 ფეხბურთელის გამოყვანის
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 19:57
2
იწერება შემადგენლობები მაგრამ,ესე მგონია არ გამოცვლის შემადგენლობას ვითომ იმ თვალსაზრისით რომ,ესტონეთს მოუგო იმ შემადგენლობამ:))) გვილია შეიძლება დაამატოს მაგრამ ვის ხარჯზე არ ვიცი!
არნოლდ გეგეჭკორი
08 სექტემბერი 2020 15:27
0
რათქმაუნდა ტრენერმა უკეთ იცის, მაგრამ ჩემი აზრით კვარაცხელია ცალსახად მარცხნივ უნდა დააყენოს, მიუხედავად იმისა რომ მარჯვნივაც შესანიშნავად ითამაშა. ჩაკვე ცენტრში, კარგი ხედვა აქვს და დარტყმაც უვარგა. მარჯვნივ ოქრი ან ზურიკო.
ალექსა
08 სექტემბერი 2020 13:53
1
გვილია ჯოკერი იქნება ამ მატჩში, ესტონეთთან არ გამოჩენა კარგი სტრატეგია იყო ეხლა კიდე მაკედონიის ნაკრებმა გამოიცნოს აბა.
რა შეუძლია გვილიას ეგ ხომ ჩვენ კარგად ვიცით თუმცა სურპრიზი ნამდვილად გააოცებს მეტოქეს..
ჩორნა
08 სექტემბერი 2020 11:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული