ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "ტორპედომ" "სამტრედიას" 2:1 მოუგო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა გოლები პენალტებით გაიტანეს, 69-ე წუთზე კი ფანცულაიას შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, ბურთი ციცქიშვილს გადააწოდა და მან თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
"ტორპედო" 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "სამტრედია" 9 ქულით მერვეზე.
3 ოქტომბერს "ტორპედო" "ჩიხურას", "სამტრედია" კი "დილას" დაუპირისპირდება.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 მამასახლისი (49, პენ), 1:1 ყურბანოვი (64, პენ), 2:1 ციცქიშვილი (69)
ტორპედო (4-4-2): შოვნაძე, ტაბატაძე (კ) (შარვაშიძე 77), მირცხულავა, ნადარაია, გრიგალაშვილი, ადამაძე, ბობკო, მამასახლისი (მარკოვიჩი 59), ციცქიშვილი, იონანიძე (ქაფიანიძე 70), ფანცულაია
მწვრთნელი: ხაჩიძე
სამტრედია (4-2-3-1): სიკაჩი, რუხაია, კილასონია (კ), ახალაძე, ჯგერენაია (კვირკვია 46), თოთაძე, დაფე (ინკუმი 85), ყურბანოვი, დისი, პავიშიჩი (იმნაძე 82), თარგამაძე
მწვრთნელი: კაჭარავა