ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "სამტრედიამ" ახალი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით "დილა" 1:0 დაამარცხა.
გოლი 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით თარგამაძემ გაიტანა. შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა დაფემ ბურთს ფეხი ისე მოუხერხებლად დაარტყა, რომ ვერ გაიტანა და ტრავმაც მიიღო. დარჩენილ დროში სტუმრები უტევდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.
"დილა" 20 ქულით მეოთხე ადვილზეა და 17 ოქტომბერს "ჩიხურას" უმასპინძლებს, ხოლო 12 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი "სამტრედია" იმავე დღეს "თელავს" დაუხვდება.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - დილა 1:0
გოლი: თარგამაძე (54, პენ)
სამტრედია (4-3-2-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, ინკუმი, ჯგერენაია, სამბუ, დაფე (მესიაჩენკო 77), დისი, კერძევაძე (ჟუნიორი 63) (კ), თარგამაძე (ქოჩლაძე 67), იმნაძე
მწვრთნელი: მიქაძე
დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ხურცილავა (სპანდერაშვილი 65), მაისაშვილი (კ), იენდეუნტი (კ), სილვა, ეტოუ, ნონდი (შალიკაშვილი 50), მადინგა (ლექვთაძე 71), კოენი, გაგნიძე, კოვტალიუკი
მწვრთნელი: ნემსაძე