ქუთაისის "ტორპედოში" სიტუაცია ბოლო 2 სეზონია სრულიად არეულია და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დალაგდა.
გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ფაბიო მანინოს კლუბში მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ჯერ ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.
აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შეკვეცილ ხელფასებზე დათანხმება ამ პირობით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც
ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...
მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...
ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.
როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.
რატომ უნდა უხდიდეს ხელფასებს პროფესიონალ ფეხბურთელებს სახელმწიფო? ( ანუ ჩვენ, გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები). ფეხბურთის ფონდის ფულით თუ სტადიონები და არენები აშენდება კი ბატონო, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელის ხელფასში რატომ უნდა მიდიოდეს გადასახადების გადამხდელის, ანუ ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფული?
ვალდებულება კი არა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული (თუკი საჭიროებაზე მისდგა საუბარი)რომ 1-2-3 ლიგის კლუბები განეკუთვნებიან "მხოლოდ პროფესიონალური ლიგის სტატუსს" შესაბამისად პროფესიონალური ლიგის სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს "არამომგებიანი სააქციო საზოგადოებები" რომელთაც აქციონერთა დიდი ოდენობა აფინანსებს ( მინიმუმ 1000 აქციონერი) კომერციული სააქციო საზოგადოებები და კომერციული ფირმები, არავითარი ააიპ და სახელმწიფო შპს აქ არ უნდა არსებობდეს.
სახელმწიფომ რეზულტატების წახალისების გარდა არცერთ სხვა რაიმე დაფინანსებას არ უნდა მიჰბაძოს ამ პროფესიონალურ ლიგებში.სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა აკადემიები,მათი ინფრასტრუქტურა და ის რაც ზრუნვას განეკუთვნება.
გამოაცხადონ რომ მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში იქნება იმდენი კლუბი, რამდენიც გარანტირებულად წარადგენს მინიმუმ 3 მილიონი ლარის ბიუჯეტს და მისი შესრულების მექანიზმებს, მეორე ლიგაში 2 მილიონის ბიუჯეტი, ხოლო მესამეში კი 1.5 მილიონის ბიუჯეტი. ჰოდა ყველა იქ მოხვდება სადაც ფული ეყოფა. შემოიღონ ფინანსური მაჩვენებლებით მონაცვლეობის პრინციპი, რომ თუკლი ეს ორი კლუბის ნება იქნება ადგილები გაცვალონ 1-3 ლიგას შორის,ან 1-2 ლიგას შორის. ასეთები იქნება 1-2 წელიწადი და ისიც ერთეულები, მაგრამ სამაგიეროდ ფულიანები დალაგდებიან მათი შესაძლებლობების მიხედვით, მერე კი ერთმანეთს გაეჯიბრებიან.
სხვა გზა არ არსებობს. იქნება 7 კლუბი უმაღლესი ლიგისათვის? იყოს 7, იქნება 17? იყოს 17, ასე უფრო ადვილად ჩამოყალიბდება სისტემა ვიდრე ბიუჯეტის ფულით კერძო კომერციული კომპანიების ფინანსირებით.
რაც შეხება სამოყვარულო ფეხბურთს, ის უნდა იყოს 1 ლიგით, 20 კლუბით და 300 000 დაფინანსებით წელიწადში თითო კლუბზე. ეს რეგიონებში ცხოვრებას გამოაცოცხლებს და ამით ღირს ამ ფულის ხარჯვა, მათ შორისაც გამოჩდებიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდები.