ეროვნული ლიგა. XIII ტური: სხირტლაძე თბილისის "დინამოს" ჩემპიონობისკენ წინ მიუძღვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა.

"დინამო" უპირატესობას არ ფლობდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი დინამოელთა გამარჯვებაში გუნდში ახლახან გადასულმა დავით სხირტლაძემ ითამაშა, რომელმაც დუბლი შეასრულა. შეგახსენებთ, მან 3 ნოემბერს "დილასთან" შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. მოკლედ, "დინამომ" დაიმატა ფეხბურთელი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

თბილისის "დინამო" 31 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 5 ქულით გაექცა, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შედარებით ადვილი კალენდრის გათვალისწინებით, ოქროს მედლების მოპოვების კარგი შანსი აქვს.

"ლოკომოტივი" 22 ქულით  მე-4 ადგილზე
დარჩა და 22 ნოემბერს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 სხირტლაძე (77), 0:2 სხირტლაძე (83)

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, იმრანი (კობახიძე 84), თ. კირკიტაძე (დ. კირკიტაძე 86), გავაშელიშვილი (იაკობიძე 75), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კლოუსტერი, კობოური (კ), ქიმაძე, ბენიო, მექვაბიშვილი (ზარია 75), ქარდავა, კუცია (კაპანაძე 83), სხირტლაძე, პერნამბუკო (შულაია 71)

მწვრთნელი: ჩისკო

მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს ნაც სექტა ლოკომოტივს დაანახა დინამომ თავის ადგილი,,მწვრთნელი რომელიც ერევან არარატისგან ჯერ კიდევ სუნით დადის და ნაც ხემძღვანელობა წითელი ფერით ლოკომოტივის კუთვნილ ადგილზე დააბრძანეს..ბრავო დინამო,ჩემპიონია დინამო,,
ლორდი
08 ნოემბერი 2020 22:32
27
მართლა სირცხვილია და კატასტროფაა იმ შედეგების, შემდეგ რაც ევროპაზე აჩვენა დინამომ მისი ჩემპიონობა. მდაა რა დონეზე ვართ ...
მეზარბაზნე
08 ნოემბერი 2020 20:57
7
სირცხვილია რა ამ კლაკსვიკის ნიფხვის ჩემპიონობა,
jjj
08 ნოემბერი 2020 20:24
5
აქამდე გადმოსულიყო ეს ბიჭი დინამოში შეიძლება ნაკრებშიც გამოეძახებინათ
ბოკინიო
08 ნოემბერი 2020 20:19
1
აზრი? გახდება დინამო საქართველოს ჩემპიონი, გაყიდის წამყვან ფეხბურთელებს და მერე ფარერებთან წააგებს.
გურამ დელიბაშიჩი
08 ნოემბერი 2020 20:13
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული