პრობლემებით სავსე "ტორპედო" "ლოკომოტივთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და დიდი სხვაობით დამარცხდა - 1:5.

არადა, ქუთაისელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და თბილისელთა შეცდომის შედეგად ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა. "ლოკომ" 22-ე წუთზე გავაშელიშვილის გოლით გაათანაბრა, 10 წუთში კი სიხარულიძემ სტუმრები წინ გაიყვანა. პირველი ნახევარი 1:2 დასრულდა.

49-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა. ამას 69-ეზე გავაშელიშვილის დუბლი მოჰყვა და 71-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ომარ იმრანმა დააფიქსირა.

-decoration: underline;">ქუთაისი, "რამაზ შენგელია"

ტორპედო - ლოკომოტივი 1:5

1:0 ფანცულაია (1), 1:1 გავაშელიშვილი (22), 1:2 სიხარულიძე (32), 1:3 სიხარულიძე (49), 1:4 გავაშელიშვილი (69), 1:5 ომარი (71)


ამ გამარჯვების შემდეგ "ლოკომოტივმა" 27 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. 10 დეკემბერს "რკინიგზელები" "დილას" შეხვდება და თუ ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი არ წააგებს, მესამე ადგილს დაისაკუთრებს და მომავალ წელს უეფას ახალ ტურნირ "კონფერენს ლიგაზე" იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოკო უეფას თასზე
ლოკომოტივი მესამეა
12:10 02-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული