ქვეყნის ჩემპიონობამდე ერთ ნაბიჯში, "თბილისის დინამოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 დეკემბერს, "თბილისის დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 

მატჩის 41-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

თბილისის "დინამო" 10 დეკემბერს "მერანს" უმასპინძლებს და ოქროს მედლების მოპოვების ჩინებული შანსი აქვს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - სამტრედია 1:0
გოლი: ქავთარაძე (41)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კლოსტერი (იაშვილი 46), ბენიო, კობოური, ქიმაძე, პაპავა (კ), ქარდავა, პერნამბუკო, კუხიანიძე (მექვაბიშვილი 69), ქავთარაძე, სხირტლაძე (გაბედავა 45+3)

სამტრედია (3-4-3): სეფიაშვილი, ჯგერენაია, ჩაკვეტაძე
(სამბუ 71), კილასონია, ახალაძე, კერძევაძე (კ) (კვირკვია 73), პავისიჩი, რუხაია, თარგამაძე (ჟუნიორი 57), დიზი, იმნაძე

alt"ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" სენსაციურად სძლია - ჩემპიონობისთვის ბრძოლა გამწვავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
არაა ღირსი ჩემპიონობის მაგრამ ვაი რომ ვააიიიი ასეთ ფეხბურთს.
KKK
06 დეკემბერი 2020 17:39
0
კუცია საერთოდ ამოაგდეს შემადგენლობიდან?
vax-vax
06 დეკემბერი 2020 10:25
0
იქ სადაც "ესეთი დინამო" ჩემპიონი ხდება... უდრის ჩემპიონატის ძალიან დაბალ დონეს.. აი იმ დონეს ვისაც ფარერების სამოყვარულო გუნდი მოუგებს დიდი ანგარიშით
უბრალო გულშემატკივარი
06 დეკემბერი 2020 02:23
0
აი სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის უბედურება, როდესაც ისეთი უსუსური კლუბი როგორიც "დინამოა" მაინც ქვეყნის ჩემპიონი ხდება. საშუალო ნორმალური დონის ჩემპიონატში ეს გუნდი მე-7 ადგილს არ აცილდებოდა ცხრილში. ღირსია და ვაგინოთ კი ბატონო ფიფიას და ამ ვითომფეხბურთელებს, მაგრამ დანარჩენი კლუბები? თუნდაც იგივე ბათუმის "დინამო" რას აკეთებს? რატომ არ დასაჯეს ან დაჩაგრეს თამაშის ხარისხით ეს საცოდავი ჩემპიონი? ისევ იგივე წრეზე ვართ, არაფერი იცვლება, ყველაფერი მეორდება წლიდან წლამდე. ფეხბურთი ყველგან ლამაზი საინტერესო სანახაობაა. მხოლოდ ჩვენთანაა უსაქმური უნიჭოების მიერ ფულის კეთების ადგილი.
ირაკლი
05 დეკემბერი 2020 23:52
1
რა ჩემპიონობა სირცხვილით როგორ იძახით, ვის მოუგეს, ვის ებრძოლეს...
ზორბეგი
05 დეკემბერი 2020 23:16
1
ძუნძულით თურმე, ჩემპიონებიც ხდებიან, ხდება,
თავი გადადეს და თერთმეტივე სირბილით კვდება...
აღსდექ დინამო!
აღსდექ! თორემ გაფრინდა წლები,
სვარკამ დამტანჯოს, ვიდრე მოვკვდე დინამოს ცქერით...
ყოჩაღ ბიჭებო! კიდევ ერთხელ გადადეთ თავი,
ოფლს, ნუ მოიდენთ, არ დაცივდეთ, ტრენერი ბღავის...
ისევ გადახტა, ისევ დაეცა,
მეკარემ მუხლზე დაიჩოქა. გაწირა თავი... დინამო... არის!!!
კ ო მ ბ ლ ე
05 დეკემბერი 2020 22:00
0
მთელი სპორტული ჟურნალისტიკა დინამოს პრესცენტრადაა ქცეული და მერე ფლავდებით კლასვიკთან და გიბრალტართან. დინამოს გარდა არ არსებობს სხვა კლუბი და მოკალით ქართული ფეხბურთი
ფსშვიუ
05 დეკემბერი 2020 21:35
0
მომავალ წელს დინამო ევრო სარბიელზე ისევ Თავს Შეირცხვენს და გუნდის ფანები ისევ პირდაᲦებულები დადგებიან,ხალხი ისევ ფიფიას ლანᲫᲦვას დაიწყებს,ფიფია ისევ განცხადებას გააკეᲗებს,რომ ახალი გუნდის Შენებას აპირებს...... საწყლებო!!!!! გამოაქვეყნეᲗ ეს კომენტარი! არ დაბლოკოᲗ!!!
ზურა
05 დეკემბერი 2020 19:56
1
რა უბედურებაა ასე მოედანზე სეირნობა,საერთოდ არ დარბიან იმიტომაცაა ჩვენი საქმე კარგად
Misha
05 დეკემბერი 2020 19:39
1
დინამო უკეთეს მწვრთნელს და ფეხბურთელებს იმსახურებს.მწვრთნელს ლიცენზია არ ქონდეს და საქართველოს საუკეთესო კლუბში მუშაობდეს ასეთები ალბათ არსად მოხდება.
ziko
05 დეკემბერი 2020 19:29
0

სიახლეები პოპულარული