ჩისკო მუნიოსი: გვაქვს ძალა და ამბიცია, კიდევ ერთხელ მოვიგოთ ჩემპიონატი

AutoSharing Option
ხვალ, 10 დეკემბერს, ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში, თბილისის "დინამო" უკვე ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ "მერანს" უმასპინძლებს და ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ფრეც ჰყოფნის. მომავალი დაპირისპირების წინ კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა:

"წელს რთული სეზონი გამოდგა, რასაც კოვიდ-პანდემია დაერთო. თუმცა ჩვენ კარგ მეტოქეებთან მნიშვნელოვანი მატჩები ჩავატარეთ - ბათუმის "დინამოსთან", "ლოკომოტივთან", "საბურთალოსთან", ახლა კი ჩემპიონობის დიდი შანსი გვაქვს. შემდეგი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია და თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ.

კარგი მეტოქე გვყავს და სათამაშოდ ვემზადებით. გვაქვს ძალა და ამბიცია, რათა კიდევ ერთხელ მოვიგოთ ჩემპიონატი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ კი არა და პრო2 ში დღეს,დეზერტირების ბაზრობა რომ იყო არაფერი ხომ.ერთმანეთის დალოდება და ბოლო წუთებზე გოლები.
ლელო
01:27 10-12-2020
2
ე ბიჭო შენ იმის გამო ხარ აქ რომ ჩვენ დაგვამსგავსო ესპანელებს , შენ კი არ უნდა დაგვემსგავსო ... რამხელაზე გასივდა რა უბედურებაა ...
bejo
00:11 10-12-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული