ხვალ, 10 დეკემბერს, ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში, თბილისის "დინამო" უკვე ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ "მერანს" უმასპინძლებს და ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ფრეც ჰყოფნის. მომავალი დაპირისპირების წინ კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა:
"წელს რთული სეზონი გამოდგა, რასაც კოვიდ-პანდემია დაერთო. თუმცა ჩვენ კარგ მეტოქეებთან მნიშვნელოვანი მატჩები ჩავატარეთ - ბათუმის "დინამოსთან", "ლოკომოტივთან", "საბურთალოსთან", ახლა კი ჩემპიონობის დიდი შანსი გვაქვს. შემდეგი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია და თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ.
კარგი მეტოქე გვყავს და სათამაშოდ ვემზადებით. გვაქვს ძალა და ამბიცია, რათა კიდევ ერთხელ მოვიგოთ ჩემპიონატი".