თბილისის "დინამო" მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ოქროს მედლების მოსაპოვებლად "დინამოს" ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ მეტოქეს ადვილად სძლია.

ანგარიში თერთმეტმეტრიანით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი გაბედავამ დუბლი შეასრულა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (41), 3:0 გაბედავა (77)

დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (კ), ქარდავა, ქავთარაძე, კუხიანიძე (გაგნიძე 71), ქიმაძე (შულაია 45+1), გაბედავა (კაპანაძე 80)

მწვრთნელი: ჩისკო

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (კ), კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), დეისაძე (ხაბულიანი 46), სარდალიშვილი, გაბისკირია (შენგელიძე 46), გოგოლაშვილი

მწვრთნელი: დარასელია

მკითხველის კომენტარები / 38 /
სანამ რეგიონებში არ მიხედავენ ფეხბურთს იქამდე არ გვექნება ძლიერი ჩემპიონატი. კაი დინამო გახდა ახლა ჩემპიონი მაგრამ მერე რა? ისევ 6-1 კლაქსვიკთან? სანამ სხვა გუნდებიც არ წამოწიევიან ისევ ერთ დონეზე იქნება დინამო და იგივე მდგომარეობა გვექნება
Nick
10 დეკემბერი 2020 19:05
4
ვა ჩემპიონატი გვქონია არ ვიცოდი :)
zaza
10 დეკემბერი 2020 18:00
2
საშინელი გუნდი , გული მერევა ამ კლოუნადაზე!
Vasili
10 დეკემბერი 2020 17:17
3
თავმოყვარე და საკუთარი ისტორიის პატივისმცემელ კლუბს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა რომ ამ წლით ჩემპიონი არ გამხდარიყო.
კლაკსვიკის მერე თუნდაც 1 წლით დადუმებილყვნენ,ამდენი ღირსება და მონანინების უნარი, პატივისცემა ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისადმი კი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ მორალს და სინდისს ამათ არავინ ასწავლის...
არაა ეს გუნდი საამაყო ჩემპიონი, მასეთი ყველაა ამ ლიგაში თამაშის ხარისხით, გარდა გავარდნილი მერანისა!
kako
11 დეკემბერი 2020 00:42
1
სამარცხვინო თამაში და სამარცხვინო ჩემპიონი
ზაზა
10 დეკემბერი 2020 17:37
1
რას ათეთრებს ეს ფიფია ამისთანას ამდენი წელია, ან ფედერაცია რას აკეთებს, რით არ მობეზრდათ ეს ფარსი. ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, არასწორი სული ტრიალებს ქართულ ფეხბურთშიო, სრულიად ვეთანხმები მას.
ირაკლი
10 დეკემბერი 2020 17:13
1
ქართული ფეხბურთის უბედურება ისაა,რომ ფარერების მიერ შერცხვენილი გუნდა აქ მაინც ჩემპიონი ხდება...რომ შემდეგ ევროპულ ციკლში კვლავ თავი შეირცვინოს? რამდენი ლარი ერგება ჩემპიონობაზე ?ვითომ ამაზეა დახარბებული ფიფია?...და კოდევ ერთი:ერთხელ და სამუდამოდ დაადგინეთ და გამიჯნეთ ეს "იმ" თბილისის "დინამო" სამართალმემკვიდრეა ??? თორემ ხან არის და ხან არა...და თუ არაა,მაშინ ძველ ტიტულებს ნუ უმატებთ ...
ზურა
10 დეკემბერი 2020 18:44
4
6:1
R1valdo
10 დეკემბერი 2020 17:50
2
ლიგის შესარჩევზე გავლენ და ჩაისვრიან, ეგ წლებია გრძელდება
lechxumeli
10 დეკემბერი 2020 23:41
1
ეს მედლები და ცერემონია გამზადებული იყო თბილისში თუ რა თემაა? :)
irakli.
10 დეკემბერი 2020 16:43
2

სიახლეები პოპულარული