თბილისის "დინამო" მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ოქროს მედლების მოსაპოვებლად "დინამოს" ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ მეტოქეს ადვილად სძლია.

ანგარიში თერთმეტმეტრიანით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი გაბედავამ დუბლი შეასრულა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (41), 3:0 გაბედავა (77)

დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (კ), ქარდავა, ქავთარაძე, კუხიანიძე (გაგნიძე 71), ქიმაძე (შულაია 45+1), გაბედავა (კაპანაძე 80)

მწვრთნელი: ჩისკო

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (კ), კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), დეისაძე (ხაბულიანი 46), სარდალიშვილი, გაბისკირია (შენგელიძე 46), გოგოლაშვილი

მწვრთნელი: დარასელია

მკითხველის კომენტარები / 38 /
იმედია საევროპოდ გაძლიერდებიან და თავს აღარ მოგვჭრიან. მაგალითად, მათ ადგილზე დავიმატებდი გურამ კაშიას, ვაკოს, ჯანოს, კანკავას და შეიძლება კვეკვესკირიც, მარცხენა მცველი ხარაბაძეც მოიხოდება და უკვე გუნდს დაემსგავსებიან. ამ შემადგენლობით რეალურია ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლა!
გულშემატკივარი
10 დეკემბერი 2020 22:35
3
მაგ სასტავს რო 2-3 ძლიერი ლეგიონერი დაამატო ჯგუფში უეჭველი შევლენ
შაკო
11 დეკემბერი 2020 01:01
5
გილოცავთ, მაგრამ თუ რამე არ შეცვალეთ იგივე სამარცხვინო შედეგს მიიღებთ ლიგაზე და მაშინ ასეთ ჩემპიონობას რა აზრი აქვს?
გუჯა კახაძე
10 დეკემბერი 2020 18:26
0
და რა? რა მნიშვნელობა აქ ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი? მართლა მაინტერესებს. რამე მიღწევაა?
გაგა
11 დეკემბერი 2020 18:16
1
სამტრედიას გაუმართლა შავი დედალივით.
dato
10 დეკემბერი 2020 17:30
0
რა ვიცი, თქვენ ცხრილს რომ ვუყურებ, ბათუმია წინ, თუმცა დინამოს თამაშით ნაკლები აქვს და გაასწრებს? :DDDDDDDD
alexandre
11 დეკემბერი 2020 10:04
0
ძაან ბანძი ნაროდი გვყავს ევროპაზე, ლოკომოტივიც ვერ გავიდა :(((
guga lomidze
10 დეკემბერი 2020 21:22
2
გილოცავთ ბატონო რომან. თქვენ შეუძლებელი შეძელით
დინამოელი
11 დეკემბერი 2020 19:01
0

სიახლეები პოპულარული