საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე "გაგრას" 2:0 აჯობა და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა.
24-ე წუთზე გაგრელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი ივანიშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმშიც უპირატესობას "ტორპედო" ფლობდა. 81-ე წუთზე ბექა ტუღუში კარში უტყამდა, თუმცა პასი გამოუვიდა და ცოტნე ნადარაიამ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა - 2:0.
15 დეკემბერი, ტექნიკური ცენტრი "ბასა", თბილისი
გაგრა - ტორპედო 0:2
0:1 გიორგი ივანიშვილი (24), 0:2 ცოტნე ნადარაია (81)
განმეორებითი შეხვედრა შაბათს, 19 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება.