თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება 1+1 წლით გაფორმდა.
ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და ბოლოს გორის "დილა", რომელთან ერთადაც ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.
თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი კი ჩემპიონშიფის "უოტფორდის" დამრიგებელი გახდა.
ვავა ფიფია :(