თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ფაბიან სპორკსლეიდი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო.

ცოტა ხნით "ვილემ II"-სა და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელსა და "დინამოს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ თბილისელთა რიგებში ითამაშებს მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან წოწონავაც. მანაც დედაქალაქელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გუშინ კი თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
არავის არ უნდა ჩაყვე საფლავში, იყო "დინამო" და აღარაა, ჯერ არის ქართული ფეხგურთი და გლშემატკივარი. "დინამოს" მხარს ვუჭერდით როცა ссср იყო და წარმოადგენდა საქართველოს. გავიდა 30 წ. და ინერციით ვაგრძელებთ, თორე არანაირი საერთო იმ კლუბთან არ აქვს, სახელის გარდა, რომელიც სასამაეთლოში წააგო მოქ. ლ.სულაბერიძესთან და მალე ეგეც არ ექნება. ხო არ ჯობს ცოტა რეალისტურად შევხედოთ საქმეს და "დინამო" აღარ ჩაითვალოს ეროვნ.სიმბოლოდ, არიან და მოდიან გუნდები რომლებიც თამაშის დონით არაფრით ჩამოუვარდებიან "დინამოს". ისინიც ჩვენი ბიჭები არიან და ეროვნული გულშემატკივრის მხარდაჭერა ობიექტურად გადანაწილდეს ახალბედა და პერსპექტიულ კლუბებზე, რომლებსაც ხშირად გასახდელიც კი არ აქვთ, მაგრამ თამაშის ჟინით და მიზანდასახულებით იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას. ვიინ და თუნდაც " სამგურალი" ან "შუქურა", გინდაც "გაგრა",იგივე "გორი" ნუ ვიქნებით სნობები და პერიფერიულ კლუბებს, მხოლოდ სპორტული პიჟამოთი ნუ გავსჯით, დააკვირდით მათ შემართებას და ჩახედე თვალებში და გაგახსენდება ის ეროვნული თავდადება ფეხბურთში რომელიც ოდესღაც იყო.
vaxo
06 იანვარი 2021 10:58
3
კლაქსვიკთან გამოადგება?!,აბა საქ. ჩემპიონატს სულ იგებს ბავარიის დარად
KOKA
06 იანვარი 2021 10:05
1
ვაი თქვენს პატრონს
ანონიმური
06 იანვარი 2021 09:31
1
კარგი ამბავია, მოხარული ვარ, რომ გრანდებზეც გავედით. ბატონო რომან, ახლა "მილანიდან" ვან-ბასტენი და "რეალიდან" იერო გეცადათ იქნებ. "დინამო" მაინც გკიდიათ და ასე ფულს მაინც გაათეთრებთ. არა, არ იფიქროთ ფულის გათეთრებას გასწავლიდეთ, აბა მე თქვენ როგორ?
დინამოელი
06 იანვარი 2021 09:18
1
ნემსაძეს დინამოში მისვლა თავის შემოულაწუნეთი არის ყველაზე დიდი შეცდომა..
largo
06 იანვარი 2021 07:54
2
მაგდანას ლურჯა ხომ გახსოვთ? „„წვივმაგარი და კაი მუშა საქონელი იყო““! შემდეგა არც ვაჭმევდით, არც ვასმევდდით, ბევრი ჯაფისაგან ჯანი გავარდა, ძია მიტომ მიტხრა აიღე და ხრამში გადააგდეო. მეც ავიღე და ხრამში გადავაგდე. ეეე, ვინ იცის რამდენი ეგეთი გადაგვიგდია““!
ამ ფეხბურთელის საქმეც ეგრეა... ჯერ ბრედაში გაუშვეს, ჰეროინს შეეშვებაო, მაგრამა კოკაინიც დაუმატა და ვალვაიკში უკრეს თავი. იქაც რო ვერ ივარგა ქუჩაში რჩებოდა და აგერ არაა დინამო?!! სახელოვანი და დიდი მიზნების მქონე გუნდო... გავარდნით ვეღარსად გავარდება, იმის ქვემოთტლაპოა... საკვალიფიკაციოში, თუ ცოტას ირბენს და იფლსაც გამაიდენს, იქნება შახის ცოლობას თუ არა, გმირობას მაინც გამაკრას ხელი,.. აპაა!
მიდი ყაიმაზ, ძუნძულს მალე აითვისებ და შეუბერეეე......
კ ო მ ბ ლ ე
06 იანვარი 2021 04:59
0
დენის რომედალი მომწონდა კაი ფეხბურთელი იყო, გამახსენდა რა :D
vazha
06 იანვარი 2021 01:53
0
ბოლოს 19-20 სეზონში 6 თამაში ითამაშა. დინამო სახელი გადაირქვი...
გიორგი
06 იანვარი 2021 00:11
0
ცოტა ხანში იქნება - დინამომ ბარსელონას ფანი დაიმატა რომელმაც მესის გამარჯობა უთხრა
ზორბეგი
05 იანვარი 2021 23:03
2
იმენა ჩამოწერილი ხალხი ჩამოჰყავს ფიფიას. მაგრამ რა გინდა წოწონავაც ხომ დაიმატა.ეჰ, სანამ ფიფია იქნება ციყვივით ერთ წრეზე არბენინებს დინამოს
:-)
05 იანვარი 2021 23:40
1
გეთანხმებით, ზუსტად ასეა სამწუხაროდ
Levani
05 იანვარი 2021 23:38
0

სიახლეები პოპულარული