კიდევ სამი ლეგიონერი "საბურთალოში"

AutoSharing Option
გადახალისებულ "საბურთალოში" კიდევ სამი ლეგიონერია, - ამის თაობაზე კლუბი თავისი ვებგვერდით იტყობინება:

"მოლდოვის ნაკრების ცენტრალური მცველი ვიქტორ მუდრაკი "საბურთალოში" ითამაშებს. ახალწვეულმა დედაქალაქურ კლუბში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელარუსის პრემიერლიგის კლუბ "სლავია-მოზირში" თამაშობდა.

კიდევ ერთი ახალწვეული 23 წლის დმიტრი მანდრიჩენკოა. მოლდოველი ცენტრალური ნახევარმცველი უკვე გუნდს შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. დმიტრი ბოლოს მოლდოვის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან SFÎNTUL GHEORGHE-ში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩში გატანილი 6 გოლია.

18 წლის ნიგერიელი ოგაგა ოდუკო "საბურთალოსთან" ერთად ვარჯიშობს, თუმცა
მისი მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამპლუით მარცხენა მცველს ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა გჭირთ აბა? ხალხი ჩამოვიდა, სათამაშო პრაქტიკით, ნორმალური ასაკით, სანაკრებო გამოცდილებით, რას ერჩით? ვინც აქ დახვდა ხომ კრამიტებს ამტვრევენ? არაბიძე ან ჭანტურია რომ ჩამოეყვანათ რომლებმაც ვერსად ვერ გაამართლეს ხომ აღფრთოვანდებოდით ეს რა მაგარი ტრანსფერებიაო! ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, სხვა სკოლაა, სხვა სტილი, კონკურენცია გუნდში და ა.შ. ძალიან კარგი ტრანსფერებია და მოეშვით სულელური სტერეოტიპების ძახილს, რომ 2 თავით უნდა ჯობდეს და ეგეთები...
zura
12:34 12-01-2021
3
აუუ რა დღეში ყოფილა მოლდოვა, აქით თუ მოდიან)))
kaxi
09:50 12-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული