"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ჩისკოსთან კონტაქტი გვაქვს. ის ნამდვილი დინამოელია, ძალიან გვახარებს მისი ამბები. ცოტა გულსატკენია, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო (იცინის). "უოტფორდის" ფანებიც პირველი სკეპტიციზმის შემდეგ მისკენ შეტრიალდნენ. ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

ჩვენც გვაქვს ბენეფიტი აქედან. ისეთ დონეზე გავიდა, რომ ფაქტობრივად, ევროპაში "დინამოს" ელჩია. მას ქართული ფეხბურთისა და ჩვენი აკადემიის შესახებ ამომწურავი ცოდნა აქვს.
ბოლო დროს ჩვენთან სპორტის ეს სახეობა ისე ვერ ვითარდება, როგორც გულშემატკივარს სურს და ასეთი ფაქტები ძალიან დაგვეხმარება.

ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს.

ხშირად მინახავს, როცა "უოტფორდის" "ფეისბუქზე" დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება. შესაძლოა, ვიღაცას თბილისის "დინამო" არ უყვარდეს და სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალონ.

დამოკიდებულება შესაცვლელია "დინამოს" მიმართაც. არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ ვინარჩუნებთ კლუბის გეზს, ვუნარჩუნებთ გუნდს საუკეთესო პირობებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე, გვაქვს ქვეყანაში საუკეთესო აკადემია. არ ჩანდა ეკრანებზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ "რადნიკთან" შეხვედრას უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "დინამო" სწორი გზით მიდის, თუმცა ეს ყველაფერი 1 და 2 წელში შედეგს არ იძლევა.

თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ხელმძღვანელობაზე მეტად არავის უნდა. უდიდესი სტრესი იყო ჩვენთვის ფარერებზე მარცხი, იქიდან შეურაცხყოფილები წამოვედით. თუმცა ამის გამო ფეხბურთსა და "დინამოს" ხომ არ მივატოვებთ?!

ქართველი ფეხბურთელების საკითხს რაც შეეხება, კაშიას თუნდაც, ის საქართველოს დონეს აღემატება და ცხადია, მისი პროფესიაა ეს და ვერ მოსთხოვ, მხოლოდ აქ თამაშის გამო ბევრ რამეზე უარი თქვას. სხვაობა ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ჩვენთან სტაბილურობის მიუღწევლობაა.

ალი სისოკოსთან მე მქონდა მოლაპარაკებები, დუბაიში ცხოვრობს, იქ ემზადებოდა. დამირეკა შემდეგ და მითხრა, რომ იქ ერჩივნა კარიერის გაგრძელება, რადგან იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სახლი აქვს და ა.შ.

ერთი პრობლემა არსებობს, გულშემატკივართა შორის უკმაყოფილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ეს მედიას ეხება და თუ ფეხბურთელს ვთხოვთ პროფესიონალიზმს, იგივე რამ მედიასა და გულშემატკივარსაც შეგვიძლია ვთხოვოთ. ჩემი ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჭორების გამოქვეყნებას ჯობს, ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ევროპიდან ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან ძნელია. არათუ რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სერბეთშიც ხელფასები ჩვენი ლიგის გასამრჯელოებს 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დიდი რისკია და გაუმართლებელიც ტოპ-ლიგიდან ფეხბურთელის მოყვანა, რადგან 1 ადამიანი ვერაფერს შეცვლის და არის შიში იმისა, რომ ჩვენს ლიგას ვერ შეეჩვიოს ან ტრავმა მიიღოს და ა.შ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ დიდი ყურადღებით ვარჩევთ. მოგეხსენებათ, მათი ხელფასები ქართველებისას აღემატება და ნამდვილად არ გვინდა გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომელიც ადგილობრივს კლასით არ აღემატება, ეს მხოლოდ ღალატი იქნება", - აღნიშნა დოლიძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ორ გროშს რომ იშოვიან მერე რატომ ჰგონიათ ხოლმე რომ ყველაფრის პროფესორები არიან? ჯერ გულშემატკივრებისგან რომ ითხოვთ ევროპულ სტანდარტს, თქვენ რომელი სტანდარტის, კონტინენტის და საუკუნის ფერხბურთს თამაშობთ?! კლაკსვიკის მერე რომ ვერ მიიღეთ გულშემატკივრებისგან ის რაც გეკუთვნოდათ იმიტომ ხართ რეალობას აცდენილები და პროფესორობთ კიდევ რაღაცეებს!!!! ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა, მუშაობის ხარისხი შედეგით ფასდება, სპორტის-ფეხბურთის შემთხვევაში, სპორტული შედეგით!!! რამდენი წელია რაც დინამოშია თქვენი პრეზიდენტი ბატონო პროფესორო და სად არის დინამოს სპორტული შდეგი ?! ის მაინც უთხარით გულშემატკივარს რამდენ ათეულ წელში ველოდოთ შდეგს რომ მაგ დროისთვის ევროპულ ხარისხზე იზრუნოს გულშემატკივარმაც!!!
SOS !!!
15:13 27-01-2021
0
თქვენ რომ სოვდაგრები ხართ და დინამო სავაჭრო ცენტრის დონეზე გაქვთ, ეგ როგორი სტანდარტია? უბრალოდ თქვენი უტიფრობის დონეა აღმაშფოთებელი, თორემ სამწუხაროდ თქვენი საქმიანობა რომ არასაფეხბურთო სფეროა, მაგას კითხვა აღარ უნდა
: )))))))
14:03 27-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული