ეროვნული ლიგა. I ტური. ბათუმის „დინამომ“ გადახალისებული „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმის "დინამომ" სტუმრად "ტორპედოს" 1:0 მოუგო.

"ტორპედომ" გუნდი ლამის სრულად გადაახალისა, შესათამაშებლად დრო ფაქტიურად არ ჰქონდა, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ბრძოლა გაუმართა, თუმცა მაინც დამარცხდა.

თამაში ლამაზი სანახავი გამოდგა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, ერთადერთი გოლი კი ჩაბრაძემ 79-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტურში, 5 მარტს, "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, ხოლო "საბურთალო" გასვლაზე "სამგურალს" შეხვდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: ჩაბრაძე (79)

ტორპედო (5-3-2): ჰამზიჩი, ტაბატაძე (კ) (ინკუმი 81), მირცხულავა, ქაფიანიძე (ჩაკვეტაძე 80), ნადარაია,
ტუჩიბაევი, მამასახლისი, ბუკასი (შარვაშიძე 76), სალაკუ, რეკიში, ზიდანი (გოგუაძე 75)

მწვრთნელი: აშვეთია

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩალაძე (აზაროვი 64), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური, მამუჩაშვილი (ზარია 90+1), ალთუნაშვილი, გროცურეკი (ფანცულაია 63), ნიქაბაძე (მანჯგალაძე 82)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
"დინამო" ბათუმმა ყოველი ქულა უნდა თვალოს... თუ უნდა ჩემპიონობა.
tngh
15:00 28-02-2021
0
ტორპედო შეთამაშდება და შედეგებსაც დადებს კარგი ლეგიონერები ყავთ.მინდორი კარგად გამოიყურება ქუთაისში.
ziko
14:29 28-02-2021
0

სიახლეები პოპულარული