ეროვნული ლიგა. I ტური. "საბურთალომ" "ლოკომოტივი" დაჯაბნა და დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პირველ ტურში „საბურთალომ“ „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა.

მატჩში ტემპი მაღალი არ იყო, მცირე უპირატესობას პირობითი მასპინძლები ფლობდნენ და გუნდის ახალწვეულმა ცენტრალურმა მცველმა ჯგერენაიამ სადებიუტო ოფიციალურ მატჩში 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ „ლოკოს“ მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა, მისი გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა. „საბურთალო“ სახიფათოდ უტევდა და ნონიკაშვილის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, ხოლო შეცვლაზე შესულმა გოჩოლეიშვილმა ბოლო წუთზე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.

მეორე ტურში, 6 მარტს, „საბურთალო“ გასვლაზე „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლოკომოტივი“ „თელავს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „მიხეილ
მესხი“

საბურთალო - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), გოჩოლეიშვილი (90)

საბურთალო (4-4-1-1): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), ი. ტაბატაძე (გოჩოლეიშვილი 76), ძებნიაური, ტერა, თ. ტაბატაძე (ცნობილაძე 90+1), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 69), გულიაშვილი (შულაია 76)

მწვრთნელი: კორღალიძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, მჭედლიშვილი (გაბაძე 46), ანდრონიკაშვილი (ჭიაბრიშვილი 82), სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია (იმრანი 46), სამურკასოვი, შონია, კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 75), თ. კირკიტაძე (იაკობიძე 64), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჭიაბრიშვილი თავის სამარცხვინო შვილს რომ ათამაშებს არაფრის მქმნელს და საუკეთესოები რომ არ შეყავს ამას ვერ ხედავს თოფურია?თუ არ უნდა დაინახოს,მერე რა რომ მწვრთნელის შვილია?ვინც ღირსეულია იმან უნდა ითამაშოს..
givijo
01 მარტი 2021 21:07
5
ასი პროცენტით გეთანხმები,როგოც მესმის ჭიაბრიშვილს ფული ძალიან უყვარს,არ ვიძახი ფეხბურთელებისგან იღებს მაგრამ რითი აიხსნება თავის შვილის თამაში როცა ბევრად უკეთესები ყავს გუნდში...ეს ძალიან ცუდი რამეა..ფეხბურთელები ოფლს ღვრიან და არცერთ მწვრთნელს არააქვს უფლება ვინმეს ხელფასს შეეხოს...
givijo-s
01 მარტი 2021 23:28
2
ნებისმიერი ვინც ცვლილებაზე იყო ლოკომოტივში ყველა ბევრად ჯობია ჭიაბრიშვილის შვილს,,მწვრთნელის შვილობა არ უნდა იყოს გარანტია თამაშის, მსგავს რამეს თვითონ კლუბმა არ უნდა დაუშვას,მწვრთნელი რომელიც ფეხბურთელისგან ფეხბურთელს დააჯარიმებს და იმ ფულს გუნდს არ მოახმარს და თვითონ მიითვისებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მწვრთნელობა თუ ასეთი ფაქტი დადასტურდება...
ლაშა
02 მარტი 2021 02:19
0
ყოჩაღ! ეგრე იცის ტრიპაჩობამ, მარბელაში ზბორები კი არა სოფმქვემო ბანძაშია კარგი ყანა და იქ გეცადათ.
kaxi
01 მარტი 2021 21:46
4
,,ბანძაარენას" რას ერჩი მეგობარო? :)
მე
02 მარტი 2021 02:03
0
არაპროგნოზირებადი გუნდებია ლოკო და საბურთალო,როდის დამარცხდებიან და იმარჯვებენ,სტაბილურობა როიყოს იქნებ ევრო ტურნირებზეც მოხდეს სასწაული...წარმატებები ქართულ კლუბებს
irakli
01 მარტი 2021 21:02
0
ფედერაცია მოედანს მიხედე, რას გიგავს. აბა შენ დარბოდე ასეთ მოედანზე, რომ დაგენგრევა ფეხები, პასს ვერ მისცემ და ბურთს ვერ გააჩერებ რა ფეხბურთზეა ლაპარაკი? ისედაც ვერ ვართ ფეხბურთში და დამატებით უვარგისი მინდვრები გვინდა კიდევ?
მერაბი
02 მარტი 2021 11:37
0
მოსამზადებელ პერიოდში,თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივი რომ გაანადგურეს,მწვრთნელმა სრული კმაყოფილება გამოხატა,დაცვის თამაშით.არადა მატჩის ბოლოს კუთხურიდან ჩაწოდებული ორი ბურთიდან ერთი,მეკარეს ხელებში რომ არ მისვლოდა,გარდაუვალი გოლი იყო,მეორედ კი,კარს ააცილეს მოსკოველებმა.ორივე შემთხვევაში,დაცვა არც გატოკებულა,უბრალოდ ინტერესით შეჰყურებდა,რას იზავდნენ მოსკოველები.ამ თამაშშიც,პირველი გოლი,ზუსტად ასე გაუშვეს რკინიგზელებმა.კაცს არ უცდია ბურთის გამოტანა.მწვრთნელი, ალბათ ახლაც სრულიად კმაყოფილია,ჩემგან განსხვავებით.შარშან, ევროთასებზე თამაშით,ლოკომოტივმა,ჩემი დიდი სიმპათია დაიმსახურა და ძალიან მინდა,წელსაც უკეთესი გუნდი გახდეს მაგრამ ასე რაიმე გამოვა?მეეჭვება.საბურთალოს ვულოცავ გამარჯვებას.კარგ სტარტს,კარგი განწყობა მოსდევს და ვუსურვებ,სამიოდე წლის წინანდელი საბურთალოსავით იფრინონ ბიჭებმა.თუმცა პრობლემები,მათაც საკმაოზე მეტი აქვთ.
სოსო
02 მარტი 2021 18:33
0
ბატონებო და ქალბატონებო და პირიქით..უკანასნელი დღეები დაუთმე ეროვნული პირველობის სამ მატჩს.....ძალიან მაინტერესებს თურქეთში შეკრების ეფექტურობა რა კრიტერიუმებით შეფასდა ???.....ამხანაგური შეხვედრების ანგარიშს ნუ მიაქცევთ ყურადღებასო???ამხანაგურიაო და იმიტომო...ფეხბურთელები ჯერ ვერ დარბიანო..ბურთს ვერ აწოდებენო..სამ თამაშში ჯამურად სამჯერ გაკეთდა დრიბლინგისმაგვარი!!!?? ასევე რამდენჯერმე ( ალბათ ასევე სამჯერ) მოხდა ბურთის ჩაწოდება საჯარიმოში.... დამამახსოვრდა საბურთალოს ფეხბურთელების სინქრონული კონტრშეტევა ლოკომოტივთან სადაც რვა ფეხბურთელი ერთდროულად გაიქცა წინ.....მაგრამ ამ გარბენამ მომაკვდინებელი გავლენა მოახდინა ფეხბურთელებზე...ამ სპურტის მერე ყოველ ხუთ წუთში ფეხბურთელები ეცემოდნენ მოედანზე საშინელი ყვირილით..გორაობდნენ ...თანაგუნდელები და სამედიცინო პერსონალი უჭიმავდენ ან უხურებდნენ კუნთებს....შემოთავაზებები მაქვს....1) აუტის ხაზთან ორივე მხარეს ( ერთ მხარეს მასპინძლებისთვის მეორე მხარეს სტუმრებისთვის) განლაგდეს სავარძლები-მასაჟერები..
გასათვალიწინებელია რომ ფეხბურთელები აშკარად იღლებოდნენ თავრუდამხვევი სიარულისგან ..2) თურქეთში წინასასეზონო შეკრება შეიცვალოს ბრაზილიაში ან ესპანეთში ხუთწლიანი შეკრებით !!!!!!! დაეკისროს დაფინანსება ზემოთნახსენები ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს.3) თუ ლეგიონერები არიან ჩამოყვანილი საჭმლის საფასურად .. გადაერიცხოს საჭმლის თანხა შესაბამის ქვეყნებს...ამით მათი საცოდაობის ყურებას მაინც გადავურჩებით და თუ ფულს ვიხდით!!!“?? უნდა დაიკითხოინ ხალხი ვინც ეს ლეგიონერები ჩამოიყვანა...არბატონო რომან ფიფია ესაა ისეთ ფეხბურთელებს ჩამოვიყვანო...სირცხვილი მთლიანად დაკარგეთ დინამოს მენაჯმენტში????!!! წინადადებები დაუყონებლივ იქნეს შესრულებული გამოქვეყნებისთანავე!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
02 მარტი 2021 10:30
0
ბიჭებს არაფერს ვერჩით, მაგრამ მსგავსი უსახური და ამაზრზენი მენეჯმენტი ძნელი წარმოსადგენია, არც გვარები შველით და არც არაფერი.
ლაშა
02 მარტი 2021 10:15
0
ბ-ნ სოსოს. ესპანეთში იმ "ლოკოს" შემადგენლობაში მხოლოდ ორი მოთამაშე იყო ისიც მე 2 შემადგენლობის და "კაზანკის", დანარჩენი კი ყველა შინჯებზე წაყვანილი ხალხი ათამაშეს.1 თამაში ოპერაციის მერე ქონდა ბარინოვს. იმ დღეს "ლოკო" ეთამაშა "როსტოვს" და ძირითადით მოიგო. აი ეს იყო.
vaxo
03 მარტი 2021 10:22
0
ვახოს.ვახო,მე თბილისის ლოკომოტივის დაცვის შეცდომებზე ვლაპარაკობ და მოსკოვის ლოკომოტივის შემადგენლობა რა შუაშია?მოსკოველების მეორე- მესამე შემადგენლობამ აპატია უხეში შეცდომები,აი საბურთალომ კი გოლი გაუტანა და კიდევ ბევრი გაუტანს,თუ ჩათვალეს,რომ ეს,დაცვის კარგი თამაშია და გამოსწორება არ სჭირდება.ამ შეცდომებზე მაშინაც გავამახვილე ყურადღება და როცა ვნახე,რომ ზუსტად იგივე გაიმეორეს,ისევ შევახსენე.მე,მეტი არაფერი შემიძლია და ზოგიერთივით,ვერც გინებას დავუწყებ,ვინმეს.კარგი გუნდი, სულ არაფრიდან რომ გოლს გაატანინებს მეტოქეს,უსიამოვნოა საყურებლად.მით უმეტეს,თუ ეს, ჩვენს გუნდებს დაემართებათ.
სოსო
03 მარტი 2021 15:21
0
აუ რა კაცის გვარს არცხცვენენ.
vaxo
02 მარტი 2021 12:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული