20:56 01-03-2021
ეროვნული ლიგა. I ტური. "საბურთალომ" "ლოკომოტივი" დაჯაბნა და დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩში ტემპი მაღალი არ იყო, მცირე უპირატესობას პირობითი მასპინძლები ფლობდნენ და გუნდის ახალწვეულმა ცენტრალურმა მცველმა ჯგერენაიამ სადებიუტო ოფიციალურ მატჩში 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
შესვენების შემდეგ „ლოკოს“ მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ამით არაფერი შეიცვალა, მისი გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა. „საბურთალო“ სახიფათოდ უტევდა და ნონიკაშვილის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, ხოლო შეცვლაზე შესულმა გოჩოლეიშვილმა ბოლო წუთზე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.
მეორე ტურში, 6 მარტს, „საბურთალო“ გასვლაზე „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლოკომოტივი“ „თელავს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), გოჩოლეიშვილი (90)
საბურთალო (4-4-1-1): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), ი. ტაბატაძე (გოჩოლეიშვილი 76), ძებნიაური, ტერა, თ. ტაბატაძე (ცნობილაძე 90+1), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 69), გულიაშვილი (შულაია 76)
მწვრთნელი: კორღალიძე
ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, მჭედლიშვილი (გაბაძე 46), ანდრონიკაშვილი (ჭიაბრიშვილი 82), სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია (იმრანი 46), სამურკასოვი, შონია, კახაბრიშვილი (გავაშელიშვილი 75), თ. კირკიტაძე (იაკობიძე 64), სიხარულიძე
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჭიაბრიშვილი თავის სამარცხვინო შვილს რომ ათამაშებს არაფრის მქმნელს და საუკეთესოები რომ არ შეყავს ამას ვერ ხედავს თოფურია?თუ არ უნდა დაინახოს,მერე რა რომ მწვრთნელის შვილია?ვინც ღირსეულია იმან უნდა ითამაშოს..
8
5
ყოჩაღ! ეგრე იცის ტრიპაჩობამ, მარბელაში ზბორები კი არა სოფმქვემო ბანძაშია კარგი ყანა და იქ გეცადათ.
5
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული