ეროვნული ლიგა. III ტური. ორი "დინამოს" ნაკლებად სანახაობრივ მატჩში ბათუმელებმა იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისში ადგილობრივი "დინამო" 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს. მოწოდების სიმაღლეზე იდგა მასპინძელთა მეკარე კვასხვაძე.

მეორე ტაიმში "დინამოს" მწვრთნელმა ჭელიძემ, რომელიც დისკვალიფიცირებული ნემსაძის ნაცვლად ხელმძღვნელობდა გუნდს, ცვლილებები განახორციელა და თამაში გათანაბრდა, თუმცა ძალიან დუნედ და უინტერესოდ მიმდინარეობდა.

ამ სიტუაციაში ბათუმელებმა დაწინაურება მოახერხეს - ლამაზი გოლით დედაქალაქელები მანჯგალაძემ დაამწუხრა. ეგ იყო და ეგ. მეტი ამ შეხვედრაში, რომელმაც მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა, აღსანიშნავი, გარდა მოედანზე ზღვისპირული გუნდის ახალწვეულ მჭედლიძის შესვლისა,
არაფერი მომხდარა.

ბათუმის "დინამო" 7 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 13 მარტს "სამტრედიას" შეხვდება, ხოლო 4 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი თბილისის "დინამო" 14 მარტს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: მანჯგალაძე (66)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, სპორსკლედე, ბენიო, მონხილი, რადინი, პაპავა (კ) (კობოური 33), მექვაბიშვილი (ქარდავა 78), გაგნიძე (კეიტა 78), გაბედავა (კუცია), ახვლედიანი (კასტრო 46), მარუშიჩი

მწვრთნელი: ჭელიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი (ნავალოვსკი 90+2), აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ჩუკვურა 90+2), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ფანცულაია 81), ალთუნაშვილი, ნიქაბაძე (მჭედლიძე 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თბილისის დინამოს თამაშს უყურე გუშინწინ..ეს არის სრული კატასტროფა!!!! სხვა რომ ვერაფერზე გაამახვილეს ყურადღება კომენტატორებმა ჩვენ ლეგიონერებზე მაღლები არიანო და ...ერთი შულაიას შეეძლო კაცის ელემენტარულად მოტყუება..ფეხბურთელს ეს ევალება!!! ისიც სასწრაფოდ გააგდეს და მანამდე არათამაშებდნენ თვეობით და თუ რატომ არ გვიხსნიდნენ ???!!! გუნდი გავს მედუზას..ამორფული უსახო კონგლომერატია!!! ამას გვპირდებოდი რომან???? არ ვიცი ვის და რას გვამადლის ფიფია...და საერთოდ ლეგიონერების წარმომავლობა ქართულ გუნდებში ძალიან დიდ ეჭვს ბადებს..ასე მგონია ბრაზილიის ჯუნგლებში რომ პირველყოფილ ტომებს ნახულობენ .... იმ ტომების ლიდერებისგან ყიდულობენ ტალიკ ტალიკა ბიჭებს (ფერად შუშის მძივებს უხდიან) მიანიჭებენ გვარად მალდინის..რამდენიმე კვირა გაავარჯიშებენ შემოღობილ ადგილას და...საქართველოს პირველობისაკენ ჰერი-ჰერი...რატომ აკრიტიკებთო ფიფიასო? მოგახსენებთ!! ყველა გუნდი ცდილობს ევროტურნირების წინ გააძლიერდნენ ..შეავსონ სუსტი რგოლები..ფიფია კი ზუსტად ამ პერიოდში იწყებს მეტნაკლებად გამორჩეული მოთამაშეების გუნდიდან გაშვება-გასხვისება-- გაყიდვას მაგალითად ამ ბოლო ორ წელიწადში გაყიდეს შენგელია..ლობჟანიძე (საბა)..ჩანკვეტაძე..კიტეიშვილი...ნინუა.კვარაცხელია..დავითაშვილი...მანამდე ქვილითაია...ახლახან გაასხვისეს-გაუშვეს აზაროვი..შულაია ...პერნაბუკო...ეს ორი უკანაკნელი მართლაც უკანასნელი მოჰიკანები იყვნენ დინამოში ვისაც კაცის მოტუ=ყუება შეეძლოთ...რომან დოლიძე გაუშვით საფირალო...ეტყობა მენეჯმენტში არაფერი გაეგება...თორემ ...უეფა და ფიფა საკმაოდ დიდ თანხას იხდიან ევროტურნირების თითოეული ეტაპის გადალახვისათვის..და ფეხბურთელები რომლებიც ჩამოვთვალე ორი-სამი წლით რომ დეგეტოვებინათ დინამოში საკმარისი იქნებოდა საშუალო სიძლიერის ევროპული გუნდის შესაქმნელად !!!! ეს მოგცემდათ რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს!!!ამ ფეხბურთელების ფასიც აიწევდა და გუნდი ჩაებმებოდა ნორმალურ მარკეტინგში...ნუთუ ეს არავის არ გაეგება თუ როგორც ბევრს აქვს ეჭვი ჩვენი ქართული ფეხბურთის მესვეურები მიზანმიმართულად ანგრევენ ყველაფერს რამაც შეიძლება ქარტველ ხალხს ბედნიერება მოუტანოს..იფიქრეთ თქვენს მომავალ თაობაზე მატ ხომ უნდა შეეძლოთ ხალხში გამოჩენა!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
12 მარტი 2021 08:52
0
რამდენი წელია უკვე, რა დღეში ხარ შე საცოდავო დინამო (თბილისი) ?! ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებქვეშ გთელავს და შეურცხყოფას გაყენებს !!! როდემდე?!
!
11 მარტი 2021 14:49
0
სამწუხაროდ ევროპაში ყველაზე სუსტი ჩემპიონატი გვაქს.გუშინ დინამო თბილისმა გვაჩვენა თუ როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი.იმედია ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უფრო მეტ ყირადღებას მიაქცევენ ქართულ ფეხბურთს.
gio gio
10 მარტი 2021 16:55
2
ქვეყნის 2 ყველაზე ძლიერი გუნდი,რომლებიც მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან ჩემპიონატის,ასე სუსტად რომ ითამაშებენ რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ და რისი იმედი უნდა გქონდეს.თითქოს ფეხბურთელებს სირბილი ეზარებოდათ თუ რაა ვერ ვხდები.ბათუმს ცოტა მეტი კლასი ეტყობოდა,რის ხარჯზეც დაამარცხა კიდეც მეტოქე,მარა ამ ფეხბურთით ევროპაზე უბრალოდ შანსი არ გვაქვს! არ ვიცი, ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ნელ ნელა შევიდნენ გუნდები ფორმაში და მოუმატონ.
თომა
10 მარტი 2021 13:26
1
დინამოს რაც მახსოვს, რა გუნდიც არ უნდა ყოფილიყო, თითქმის სულ ყავდა ერთი-ორი ახალგაზრდა პერსპექტიული შემტევი. ახლა ეგეც აღარ ჩანს, რაღაცის იმედი რომ გქონდეს.
რეალობა
10 მარტი 2021 05:57
1
სამოყვარულო დონისთვის, მშვენიერი თამაში იყო:)
c
10 მარტი 2021 03:11
1
შარშანდელთან შედარებით ორივე კიდევ უფრო დასუსტებული მეჩვენება. ეს მამიდა როინა და მეორე მეკარე როა თამადა ტორპედოდან ეგაა დღევანდელი დინამოს სახე
ვახო
09 მარტი 2021 23:54
2
თბილისის დინამო არის ძალიან სუსტი,ლეგიონერები გუნდში ზოგადად იმიტო მოყავთ რო გუნდი გაძლიერდეს, დინამოს შემთხვევაში კი პირიქით ხდება.
ziko
09 მარტი 2021 22:01
0
ამნაირი თამაშით ამ გუნდებმა ევროტურნირებზე რას უნდა მიაღწიონ წარმოდგენა არ მაქვს, თან ვილი სანიოლი ესწრებაო, ცოტა მოინდომეთ დამეძინა დავიტანჯე თქვენი ყურებით.თქვენი ფეხბურთია არ გაიშვა რა.
რაც შეეხება თბილისის დინამოს აკადემიას მექვაბიშვილზე და გაგნიძეზე დაყრდნობით თუ აპირებს თბილისის დინამო ევროტურნირზე გასვლას, შანსი არ გვაქვს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
09 მარტი 2021 21:27
1
ნეტა სანიოლს არ ჩაეძინა ამ თამაშზე, გოლი კი ლამაზი გამოვიდა, მაგრამ თამაში მთლიანობაში სვარკა იყო!! მიხვდა ეხლა რა შარში გაყო თავი ვილიმ?? ძალიან დაბალი დონის თამაში იყო, მარტო მოედანსაც ნუ დააბრალებენ, რუბინმა და ზენიტმა რასაც ქვია ბოსტანში კარგი ფეხბურთი ითამაშეს!! ვერც ახალგაზრდებმა და ვერც ჩამოყვანილმა ლეგიონერებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს.
zaza
09 მარტი 2021 21:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული