დებიუტში „სამგურალი“ ბურჯანაძემ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში „დილამ“ თამაშის შემოტრიალება შეძლო - ჯერ სილვამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა კამარამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„დილა“ 10 ქულით ლიდერია, „სამგურალი“ კი 3 ქულით მე-8 ადგილზეა.
20 მარტს „სამგურალი“ „შუქურას“, ხოლო 21 მარტს „დილა“ „ტორპედოს“ შეხვდება.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
სამგურალი - დილა 1:2
გოლები: 1:0 ბურჯანაძე (6), 1:1 სილვა (64, პენ), 1:2 კამარა (80)
სამგურალი (5-3-2): ქვილითაია, ასათიანი (დოლიძე 83), პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე (კალანდარიშვილი 61), მჭედლიშვილი, გაზდელიანი (ბუხაიძე 83), ფონიავა (კირკიტაძე 70), ლექვთაძე (ვერულიძე 70), კიკაბიძე (კ), კუხიანიძე
მწვრთნელი: სოსიაშვილი
დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ხურცილავა (ეტოუ 66), მაისაშვილი (კ), სანტოსი (სპანდერაშვილი 84), სილვა, ბუღრიძე, ნონდი (მოსიაშვილი 56), გაგნიძე, ბიძინაშვილი, ღუდუშაური (კამარა 56)
მწვრთნელი: დემჩენკო