ეროვნული ლიგა. VI ტური. "სამტრედიის" მეკარემ პენალტი მოიგერია და პირველი გამარჯვებაც იზეიმა

AutoSharing Option
დღეს, 2 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, წყალტუბოს "სამგურალმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ ხისტი გამოდგა, მატჩის მთავარმა არბიტრმა 7 ფეხბურთელი (4 "სამგურალისა" და 3 "სამტრედიას") გააფრთხილა.

ზოგადად, პირველ ტაიმში გოლთან ყველაზე ახლოს კუხიანიძე გახლდათ, თუმცა სერგომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა; ხოლო მეორე ტაიმში სამტრედიელთა რიგებიდან მათე კვირკვიამ თავი შეხვედრის 71-ე წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, 6 ტურის შემდეგ "სამგურალს" 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "სამტრედიას", დღევანდელი შეხვედრის სტუმრებსაც 3 ქულა აქვთ და ბოლო, მე-10 ადგილზე
იმყოფებიან.

წყალტუბოელები მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავენ. "სამტრედია" 6 აპრილს ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

"სამგურალი"-"სამტრედია" - 0:1

გოლის ავტორი - 0:1 მათე კვირკვია (71)

"სამტრედია" (3-4-1-2) - კულუა, ერაძე, გიორგაძე, სამბუ, კვირკვია, ცეცხლაძე, მესიაჩენკო, იოსელიანი, ჯიქია (კობახიძე 67), ნათან ჯუნიორი, რუხაძე (ილურიძე).

"სამგურალი" (4-1-3-2) - ქვილითაია, მჭედლიშვილი, ასათიანი, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი (ბუხაიძე 81), გილმორი, დოლიძე (კირკიტაძე 65), ჩიხლაძე (ბურჯანაძე 56), ფონიავა, კუხიანიძე, ლეკვთაძე (ვერულიძე 65).



მკითხველის კომენტარები / 6 /
რეანიმაციიდან ინტენსიურში გადაიყვანეს სამტრედია, ალბათ მალე პალატაში გადავა და ცოცხლებში დაბრუნდება.
იმპორტულები მოიშორეთ სამბუს გარდა ყველა.
jango
00:36 03-04-2021
1
კუხი და ბუხა უნდა ათამაშოს თავდასხმაში ერთად შედეგი აუცილებლად იქნება
ბაჩო
07:25 03-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული