ეროვნული ლიგა. V ტური. "დილამ" და "ტორპედომ" ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "დილასა" და "ტორპედოს" მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიში შესვენების შემდეგ სტუმართა ბელარუსმა ნახევარმცველმა რეკიშმა გახსნა, საპასუხო გოლი კი პენალტით მასპინძელთა ბრაზილიელმა მცველმა სანტოსმა გაიტანა.

"დილა" 11 ქულით ლიდერია, "ტორპედო" კი 3 ქულით მე-9 ადგილზეა.

2 აპრილს "ტორპედო" "შუქურას" უმასპინძლებს, ხოლო "დილა" 3 აპრილს თბილისში "დინამოს" დაუპირისპირდება.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 რეკიში (48), 1:1 სილვა (55 პენ)

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ) (ხურცილავა 81), სანტოსი (კაპანაძე 46), სილვა, ეტოუ,
მოსიაშვილი, ბუღრიძე, გაგნიძე, ბიძინაშვილი, ღუდუშაური (კამარა 55)

მწვრთნელი: დემჩენკო

ტორპედო (3-5-2): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ), ნადარაია, ინკუმი (ტაბატაძე 68), ტუიჩიბაევი, ჩაკვეტაძე, მამასახლისი, ბუკასი (აბულაძე 90+3), შარვაშიძე (სალაკუ 46) , რეკიში (ძარია 68), ზიდანი

მწვრთნელი: აშვეთია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული