სლუცკი: ხვიჩამ ესპანეთს კარგად შეუსრულა

AutoSharing Option
"სოჭისთან" რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის წინ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

- როგორ კომენტარს გააკეთებდით კვარაცხელიას ნაკრებში თამაშზე, მის გოლებზე საბერძნეთთან და ესპანეთთან?
- მე ყველა მატჩს ვუყურე, მათ შორის შვედეთთან, სადაც ის შესვენების შემდეგ შეცვალეს. საბერძნეთს გოლი საკუთარ სტილში გაუტანა, მისთვის ჩვეული კლასიკური გოლი იყო. ესპანელებთან კარგად შეასრულა. ჩანს, რომ ნაკრებში თავს უკვე ძალიან თვიითდაჯერებულად გრძნობს, მისი ერთერთი ლიდერია. ისეთივეა, როგორიც ჩვენს კლუბში.

სლუცკიმ აღნიშნა, რომ ყოველი დარჩენილი მატჩი კონკურენტებთან ფაქტიურად 6 ქულისთვის
ბრძოლაა, გამარჯვება სამეულთან აახლოვებს, დამარცხება კი ათეულისკენ მოისვრის.

"რუბინისა" და "სოჭის" შეხვედრა ყაზანში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩას ამ სანაკრებო თამაშებზე წყალივით სჭირდებოდა თავის გამოჩენა. შეიძლება ეს თამაშები მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდნეს. ღმერთი მადლობა რომ ჩააბარა გამოცდა და მაგრად წარმოაჩინა თავი. რაინფორმაციებიც ვრცელდება ესპანეთთან იუვენტუსის და მილანის სკაუტები იყვნენ ჩამოსულები, სალონიკში სევილიას სკაუტი ჩავიდა, ევროპული პრესა მასზე წერს ესპანურით დამთავრებული ბერძნულით დამთავრებული. განჯლუკა დიმარციომაც ტვიტი დადო კვარაზე, ვინც არიცით გეტყვით რო ზე ცნობილი იტალიელია სპორტული ჟურნალისტია. იქით ბაიერნის ტვიტერის ფორუმებზე იწერება რომ ბაერნში მსჯელობენ მის ტრანსფერზე, ნუ მოკლედ მაგრად მიდის და არ დავთარსოთ. ღმერთი მისკენ
Heeh
00:39 03-04-2021
0
დაელოდეთ გრანდებო სანამ რომელიმე ევროპა ლიგის ზონის გუნდი იყიდის და მერე კრედიტები აიღეთ ბარსასავით მიკროსაფინანსოში ჰალანდისთვის რო უნდათ..პიკემ შაკირას დაგიტოვებთ ზალოგშიო
Levani
00:59 03-04-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული