გორის "დილა" 24 წლის ლევან წოწონავათი გაძლიერდა. ნახევარმცველს თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია. იგი ანდრეი დემჩენკოს გუნდს ორი წლით შეუერთდა.
გემახსოვრებათ, თბილისის "დინამომ" წოწონავა მარტვილის "მერანიდან" გასულ ზაფხულს შეიძინა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდა. იგი მარტვილურ კლუბში 18 წლიდან ასპარეზობდა, მანამდე კი "ლიახვისა" და "ზუგდიდის" ღირსებას იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ "დილა" უახლოეს შეხვედრაში, ოთხშაბათს, 7 აპრილს, "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
ანდრეი დემჩენკო: "დინამოსთან" მატჩმა უკეთ დაგვანახა რა კომპონენტებზე გვაქვს სამუშაო
ეროვნული ლიგა. VI ტური. თბილისის „დინამომ“ „დილა“ დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]