საკამათო პენალტი, დაძაბულობა, ნემსაძის კიდევ ერთი გაძევება და თბილისის "დინამოს" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური "შუქურა" - თბილისის "დინამოს" დაპირისპირებით გაგრძელდა. თბილისელებმა დაძაბულ მატჩში 2:0 იმარჯვეს.

შეხვედრა საკმაოდ თანაბრად და მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნომინალურ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ემოციებმა იძალა. ქობულეთელები საეჭვოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანს მთავარ მწვრთნელ გიორგი შაშიაშვილთან ერთად აპროტესტებდნენ. ცოტა ხანში "დინამოელთა" თავკაცი ამ სეზონში უკვე მეორედ გააძევეს. გიორგი ნემსაძემ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა. 

ამის შემდეგ შეხვედრა  დაძაბული და ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ერთ ეპიზოდში გიორგი ჩელებაძე ცდილობდა, მახვილგონივრული დარტყმით აეღო მეტოქის კ
არი, თუმცა როინ კვასხვაძემ გოლის გატანა არ დაანება.

თამაშის  ბოლოს თორნიკე ახვლედიანი მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და საბოლოო ანგარიში (0:2) დააფიქსირა.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
შუქურა - დინამო (თბ) 0-2
გოლები: 0:1 გაბედავა (65, პენ), 0:2 ახვლედიანი (84)

შუქურა: შეროზია, ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, გურეშიძე, ხმალაძე, ჟუნინიო (ინგოროყვა 60), სარდალიშვილი (როხვაძე 75), ალმეიდა (ჩელებაძე 60)

მწვრთნელი: შაშიაშვილი

დინამო თბილისი:  კვასხვაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, სპორსკდელე (კუცია 75), მექვაბიშვილი (ქარდავა 55), გაგნიძე, კობოური, რადინი (მოისწრაფიშვილი 75)  გაბედავა (სოუზა 65) მარუშიჩი (ახვლედიანი 75)

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერს აქვს საზღვარი.კარგად გამოჩნდა განმეორებისას,რომ დინამოს კარში მსაჯმა შუქურას სასარგებლოდ 100 % იანი პენალტი არ დანიშნა,ხოლო საპირისპიროდ კი საკამათო პენალტი დანიშნა.ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რომ შუქურა ჩემი ქალაქის გუნდია, არა უბრალოდ ეს დინამოს მსაჯობა როდის უნდა დასრულდეს, ამას მარტო მე არ ვამბობ,ვინც უყურებს ეროვნული ლიგის მატჩებს ყველა დამეთანხმება.ეს სეზონი კი საერთოდ განსაკუთრებულია ცუდი მსაჯობით.ფედერაციას სასწრაფოდ და ბევრი აქვს სამუშაო ამ კუთხით.
ქობულეთიდან
09:16 08-04-2021
4
ამდენი რა ბოღმა გაქვთ დინამოსი, აქამდე თელავში და გორთან 100% პენალტი არ დაუდეს დინამოს ვინმეს სიტყვა ამოგიღიათ? გითქვამთ რომ ეკუთვნოდა და არ დაუდეს? ან რომელ პენალტზე ამბობთ ამ თამაშში რახან მწვრთნელმა იყვირა? სამაგიეროდ ნემსაძე გაუგდეს დინამოს და ლოკომოტივი ბათუმთან არ ეყოლება. არაუშავს მაინც მოიგებს მაგ თამაშებსაც.
გურამი
03:35 08-04-2021
6

სიახლეები პოპულარული