შეხვედრა საკმაოდ თანაბრად და მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნომინალურ მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ემოციებმა იძალა. ქობულეთელები საეჭვოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანს მთავარ მწვრთნელ გიორგი შაშიაშვილთან ერთად აპროტესტებდნენ. ცოტა ხანში "დინამოელთა" თავკაცი ამ სეზონში უკვე მეორედ გააძევეს. გიორგი ნემსაძემ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა.
ამის შემდეგ შეხვედრა დაძაბული და ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ერთ ეპიზოდში გიორგი ჩელებაძე ცდილობდა, მახვილგონივრული დარტყმით აეღო მეტოქის კარი, თუმცა როინ კვასხვაძემ გოლის გატანა არ დაანება.
თამაშის ბოლოს თორნიკე ახვლედიანი მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და საბოლოო ანგარიში (0:2) დააფიქსირა.
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
შუქურა - დინამო (თბ) 0-2
გოლები: 0:1 გაბედავა (65, პენ), 0:2 ახვლედიანი (84)
შუქურა: შეროზია, ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, გურეშიძე, ხმალაძე, ჟუნინიო (ინგოროყვა 60), სარდალიშვილი (როხვაძე 75), ალმეიდა (ჩელებაძე 60)
მწვრთნელი: შაშიაშვილი
დინამო თბილისი: კვასხვაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, სპორსკდელე (კუცია 75), მექვაბიშვილი (ქარდავა 55), გაგნიძე, კობოური, რადინი (მოისწრაფიშვილი 75) გაბედავა (სოუზა 65) მარუშიჩი (ახვლედიანი 75)
მწვრთნელი: ნემსაძე