ტაბატაძემ დუბლით "საბურთალოს" "შუქურასთან" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მერვე ტურში "საბურთალო" და "შუქურა" დაზავდნენ - 2:2.

სტუმრები მე-60 წუთზე სარდალიშვილისა და მუსელიანის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ჩინებულ ფორმაში მყოფმა იური ტაბატაძემ დუბლით უპასუხა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"საბურთალო" 11 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "შუქურა" 9 ქულით მეექვსეზე.

15 თებერვალს "საბურთალო" სტუმრად "სამტრედიას" შეხვდება, "ლოკომოტივი კი 16 აპრილს თბილისის "დინამოს".

თბილისი. მიხეილ მესხი
საბურთალო - შუქურა 2:2
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 მუსელიანი (60), 1:2 ი. ტაბატაძე (74), 2:2 ი. ტაბატაძე (75)
გაძევება: მალი (90+4)

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, მალი, კაკუბავა (კ), ჯინჯოლავა, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ძებნიაური (კოხრეიძე 61), ი.
ტაბატაძე, ლ. ნონიკაშვილი, ერისთავი (მანდრიჩენკო 85), თ. ტაბატაძე (ამინუ 61)

მწვრთნელი: კორღალიძე

შუქურა (4-2-3-1): შეროზია, ფარტენაძე, კაკაშვილი, კალანდია (კ), ხმალაძე, გურეშიძე, ალმეიდა, ინგოროყვა (ექვთიმიშვილი 58), მუსელიანი, ჩელებაძე, სარდალიშვილი (როხვაძე 85)

მწვრთნელი: შაშიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 2 /
იური ტაბატაძე ახალგაზრდულ ნაკრებშიდაც ჩინებულად თამაშობდა, დროა ძირითადი ნაკრების ხელმძღვანელებმაც მისცონ შანსი ამ უაღრესად ნიჭიერ ახალგაზრდას!
ლეო
22:51 11-04-2021
1
იური...
შენ ხომ გითხარი წვერი გაიპარსე და ნაკრებში აგიყვან-თქო, არ გინდა და იყავი...
ვილი სანიოლი
20:42 11-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული