ეროვნული ლიგა. VIII ტური. „დილამ“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მერვე ტურის დასკვნით მატჩში „დილამ“ გასვლაზე „თელავს“ 2:0 სძლია.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და აქტიურმა ბიძინაშვილმა 32-ე წუთზე ღუდუშაურის პასით თავისი გუნდი დააწინაურა.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელმა გოცირიძემ ცვლილებები განახორციელა. მისმა შეგირდებმა შეუტიეს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. კომპენსირებულ დროში კი ჩოჩიშვილის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თ. კაპანაძემ გამოიყენა და „დილამ“ გაიმარჯვა.

14 ქულით მესამე ადგილზე მყოფი „დილა“ 17 აპრილს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“, რომელიც 6 ქულით მერვე პოზიციაზეა, იმავე დღეს ზესტაფონში „შუქურას“ დაუპირისპირდება.

თელავი.“კავკასიონი არენა“

თელავი - დილა 0:2
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (32), 0:2 თ. კაპანაძე (90+1, პენ)

თელავი (3-5-2): ჩოჩიშვილი, ც. კაპანაძე, თევზაძე, ფაცაცია (სოსიაშვილი 87), ძოწენიძე (მარაქველიძე 46), შერგელაშვილი, ბაშელეიშვილი (კ) (ინჯგია 57), ჯანელიძე, ბაიბალაევი, ხაბულიანი (შეყილაძე 46), კოხრეიძე (არდაზიშვილი 57)

მწვრთნელი: გოცირიძე

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჭიჭინაძე, სანტოსი (ჩიტეიშვილი 85), სილვა, ეტოუ, ბუღრიძე (კამარა 67), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 85), ღუდუშაური (წოწონავა 60), თ. კაპანაძე (კ)

მწვრთნელი: დემჩენკო

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული