"საბურთალომ" მოლდოველი ლეგიონერის ჰეთ-თრიკით "სამტრედიას" სძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში თბილისის "საბურთალომ" გასვლაზე "სამტრედიას" 3:2 სძლია.

ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა - თბილისელთა მოლდოველმა ნახევარმცველმა დმიტრი მანდრიჩენკომ ტაბატაძის პასი გამოიყენა და გოგი კულუას ახლო კუთხეში გაუტანა - 0:1.

იმერლებმა ზუსტად 9 წუთში გაათანაბრეს - იოსელიანის ჩაწოდებული ბურთი კარისკენ ნათან ჟუნიორმა გადაგზავნა, ბურთი ძელს მოხვდა და ირაკლი რუხაძემ ცარიელ კარში თავით დაამატა - 1:1.

39-ე წუთზე კი მანდიჩენკომ ნონიკაშვილის პასი გამოიყენა, მცველი მხრით მოიშორა და 1X1-ზე დარჩენილმა დუბლი შეასრულა - 1:2. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარი კი მასპინძელთა გოლით დაიწყო - ისევ იოსელიანმა ჩააწოდა, ამჯერად კი ნათან ჟუნიორმა უკვე გოლი გაიტანა და შეხვედრაში წონასწორობა მეორედ აღადგინა - 2:2.

52-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე სამტრედიელთა მეკარემ არადამაჯერებლად ითამაშა და მანდრიჩენკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა - 3:2.

ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.


15 აპრილი, სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია - საბურთალო 2:3


0:1 მანდრიჩენკო (9), 1:1 რუხაძე (1:1), 1:2 მანდრიჩენკო (39), 2:2 ნათან ჟუნიორი (48), 2:3 მანდრიჩენკო (2:3)


"საბურთალომ" ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე აინაცვლა. "სამტრედია" კი 4 ქულით ბოლო, მე-10 პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მწვრთნელი სასწრაფოდ მოსაშორებელია.ცეცაძე თვალებდაჭყეტილი იყურება და გუნდს მხოლოდ აზიანებს,ცეცაძე უკრაინიდან გამოაგდეს,საბურთალოდან გამოაგდეს,ეხლა სამტრედიას აზიანებს
სამტრედია
23:53 15-04-2021
4
მეორე გოლის დროს მცველი რას აკეთებდა? უბანში არ გადის ეგეთი გოლები
zaza
18:05 15-04-2021
0

სიახლეები პოპულარული