დმიტრი მანდრიჩენკო: "საბურთალო" კიდევ უფრო მოუმატებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ "სამტრედიასთან" ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა, თავის გუნდს გამარჯვება (3:2) მოუპოვა, შემდეგ კი კლუბის საიტზე კომენტარი გააკეთა:

"კარგია, რომ მოვიგეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა გოლების გატანა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, რომ გუნდმა გასვლაზე წარმატებას მიაღწია. ბოლო შეხვედრაში ქულები დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. მჯერა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ და ზედა პოზიციებზე დავმკვიდრდებით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული