ორი პენალტი და ულამაზესი გოლი - ფრუიძე "სამგურალში" გამარჯვებით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში "სამგურალმა" საკუთარ მოედანზე "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.

სტუმრები მე-17 წუთზე პენალტით მამასახლისმა დააწინაურა, 38-ე წუთზე კუხიანიძემ ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა კირკიტაძემ კი 76-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა.

სოსო ფრუიძის "სამგურალში" დაბრუნება წარმატებული გამოდგა, მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში "ტორპედოს" სძლია და 9 ქულით მე-7 ადგილზეა. "ტორპედოს" კი მიმდინარე ჩემპიონატზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და 5 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

25 აპრილს "სამგურალი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, ხოლო "ტორპედო" იმავე დღეს ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება.

წყალტუბო. "26 მაისი"
სამგურალი - ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 მამასახლისი (17, პენ), 1:1 კუხიანიძე (38), 2:1 კირკიტაძე (76, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
უსამართლოდ მოექცენ უჩას ეს სასტავი წინა სასტავისგან არაფრით განსხვავდებოდა უბრალოდ ტორბედო არის ცუდ მდგომარეობაში გული არ გაიტეხო უჩა
sindisi
09:45 20-04-2021
0

სიახლეები პოპულარული