პრაგმატულმა და ჩინებულად ორგანიზებულმა "დილამ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „დილამ“ სახლში 2:0 სძლია ბათუმის „დინამოს“ და ამით დასრულდა ზღვისპირული გუნდის 11-მატჩანი წაუგებელი სერია.

მატჩი მართლაც საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში ბუღრიძის პასით ღუდუშაურმა მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ გორული გუნდი ორგანიზებულად და უნარიანად იცადა თავს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე გუგეშაშვილი, რომელიც უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, თუმცა ტემპმა მოიმატა, „დინამო“ უტევდა, „დილა“ კი სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდა და 86-ე წუთზე ვანდერსონ სილვას შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ
ასცდა კუპატაძის კარს. 89-ე წუთზე კი საჯარიმოდან ჩიტეიშვილის ჩაწოდებულ ბურთს მიწაზე დაუშვებლად გაგნიძემ აჭარული გუნდის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში მამუჩაშვილი საჯარიმოში კამარამ წააქცია და პენალტით ერთი საპასუხო გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა.

ბათუმის“ „დინამო“ 18 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და თბილისელ თანაკლუბელებს 4 ქულით ჩამორჩა, „დილა“ კი 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

24 აპრილს „დილა“ „შუქურას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 25 აპრილს „ტორპედოს“.

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 ღუდუშაური (23), 2:0 გაგნიძე (89), 2:1 მამუჩაშვილი (90+5, პენ)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჭიჭინაძე, სანტოსი (ჩიტეიშვილი 71), სილვა, ეტოუ, ბუღრიძე (წოწონავა 66), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 71), ღუდუშაური (კამარა 59), კაპანაძე (კ)

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (ბთ) (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე (ჩუკვურა 70), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (გროზურეკი 79), ნიქაბაძე (მჭედლიძე 55), ფანცულაია (ზარია 70)

მწვრთნელი: გეგუჩაძე


მკითხველის კომენტარები / 3 /
გეგუჩაძემ ინტერვიუში თქვა, წაგების მიზეზი ჩვენი ცუდი თამაში იყო და არა მეტოქის სიძლიერეო. ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებისა და დამოკიდებულების გამო კიდევ ბევრჯერ დაისჯება მისი გუნდი. ისე უნდა აღინიშნოს, რომ ბუღრიძემ და ღუდუშაურმა ააწიოკეს ეროვნული ნაკრების სანაქებო მცველები, გაგნიძემ და ბიძინაშვილმა ცენტრი და გუგეშაშვილმა არ გაახარა ბათუმის არცერთი შემტევი. გორის ლეგიონერები კი ბათუმის ლეგიონერებისგან განსხვავებით, 100 % -ით იტვირთებიან და სკამის შესავსებად არ ჰყავთ ჩამოყვანილი,
გულშემატკივარი
22:34 18-04-2021
0
ცეცაძე სასწრაფოდ ბათუმის დინამოში,თუ ჩემპიონობა გვინდა დროზე უნდა გაუშვან გეგუჩაძე
liga
15:53 18-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული