საქართველოს ჩემპიონატში ვიდეო რეფერი იქნება

AutoSharing Option
Postv-სთან საუბარში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატში ვიდეო რეფერი იქნება.

როგორც ის აღნიშნავს, VAR-ის გამოყენებას მიმდინარე სეზონის რამდენიმე შეხვედრაშიც აპირებენ.

სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უკვე სეზონის მიწურულს იქნება და სისტემაც დაიტესტება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას 9 ტურის შემდეგ 22 ქულით "დინამო თბილისი" ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მსაჯების საკითხს თუ არ მიხედეთ, ფეხბურთი არ განვითარდება. დაბალ ლიგებში ხომ საერთოდ კატასტროფაა. რა გახდა ამ ყბადაღებული საკითხის მოგვარება?
გულშემატკივარი
05:53 24-04-2021
1
მართლაც რომ ყბადაღებულია მსაჯობის თემა.მათი საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.ტური არ გავა რაიმე "სასწაული"არ მოიმოქმედოს მსაჯებმა.ყრუაშვილი ხომ საერთოდ "აჭრილია" ბოლო პერიოდებია, კიკაჩეიშვილზე არც კი ღირს საუბარი.ფედერაციამ თუ სასწრაფოდ არ გაატარა რეფორმა ამ კუთხით,ისედაც ცუდი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
თომა
11:10 24-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული