ჭიაბრიშვილის გაუგონარი საქციელი - გიორგიმ მსაჯისთვის თავის ჩარტყმა სცადა და მერე ხელი ჰკრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 აპრილს, "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" შორის გამართულ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში მოედნიდან "რკინიგზელთა" დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი გააძევეს.

სიდინჯითა და თავშეკავებულობით გამორჩეულ მწვრთნელს რა დაემართა ძნელი სათქმელია, თუმცა მატჩის ბოლოს შეხვედრის მთავარ არბიტრ ალეკო აფციაურს თავის ჩარტყმა მოუნდომა, შემდეგ კი ხელი ჰკრა. მიზეზი უბილავასთვის მიცემული ყვითელი ბარათი იყო.

ნაკლებად სავარაუდოა ეს საქციელი ვინმეს მოსწონებოდა, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც მწვრთნელის მოედნიდან გასვლისას იძახდა "ყოჩაღ ჭიაბერ!".

სალაპარაკოც არ არის, მწვრთნელმა მსგავსი ქმედებისაგან ნებისმიერ დროს უნდა შეიკავოს თავი, თუნდაც მსაჯმა უამრავი შეცდომა
დაუშვას, რადგან ფიზიკური ძალადობა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმეს ვერ გამოასწორებს.

იმედია, მომავალში ასეთი შემთხვევა აღარ იქნება და ჭიაბრიშვილი თავს იმ საქმით გამოიჩენს, რომელიც გულშემატკივრებს სიხარულს მოუტანს. რაც, სხვათა შორის, გასული წლის ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან კარგად გააკეთა.



მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გჭირთ ამ მწვრთნელებს,იქეთ კორღალიძე ახტა,ნემსაძე "საპოჟნიკივით" იგინება და ყველა თამაშში გასაგდებია.ნაკრების ყოფილი კაპიტანი და პატივსაცემი ფეხბურთელი.ცეცაძემ ფურთხება დაიწყო სანაკრებო თამაშზე.ჭიაბრიშვილს ეს საქციელი ნამდვილად არ ეკადრება.თუ ნერვები არ გყოფნით თქვე კაი ხალხო მოეშვით ამ მწვრთნელობას,გაძალებს ვინმე?რა მაგალითს აძლევთ თქვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რა უბედურებაა,არ გცხვენიათ???ამაზრზენია თქვენი საქციელი.ლიცენზია უნდა ჩამოგერთვათ ასეთი საქციელეისთვის.გეგუჩაძისგან აიღეთ მაგალითი....
master
15:37 25-04-2021
1
საძველბიჭეთი
რამაზი
14:28 25-04-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული