მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ "თელავი" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა.
სკ "თელავი" მადლობას უხდის ბატონ რეზოს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს.
40 წლის რევაზ გოცირიძე ჩვენს გუნდს 2019 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა და საკმაოდ წარმატებითაც - გოცირიძის მთავარი მონაპოვარი შარშან, ჩვენი გუნდის ეროვნულ ლიგაში აღზევება და დებიუტანტის კვალობაზე ელიტაში დამაჯერებელი და ღირსეული თამაში გახლდათ, რასაც ცხადია, ძალიან ვაფასებთ. წლეულს
გუნდის მიერ ნაჩვენებმა არასახარბიელო შედეგებმა კი მოიტანა ის რეალობა, რაც უკვე გაცნობეთ".