"ტორპედოს" გულშემატკივართა ჯგუფმა - "ჩვენ ვართ ტორპედომ", გუნდიდან წასულ მწვრთნელს, მიხეილ აშვეთიას მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრი მხოლოდ აშვეთიაზე და მის შტაბზე ტეხს ჯოხს, და გუნდის დღევანდელ მდგომარეობას მათ აბრალებს. მეეჭვება ვინმეს მათზე მეტად გიყვარდეთ ეს გუნდი.
ეს ის აშვეთიაა, რომელიც მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაქცეულ-დამხობილ გუნდში დარჩა, უდიდესი კრიზისის მიუხედავად, როგორღაც მოახერხა და წინა წელს ეროვნულ ლიგაში დაგვტოვა, ამ სეზონში ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე გაურკვეველი იყო იარსებებდა თუ არა საერთოდ "ტორპედო", 10 დღეში შეიკრიბა გუნდი,
არც შეკრება გაუვლიათ და არც სრულყოფილად დაკომპლექტებულა გუნდი, იმ რესურსით, რაც ახლა გააჩნია "ტორპედოს", ძნელია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ეს ფაქტია.
აშვეთია არის "ტორპედოს" სული და გული, უმაგრესი პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალი. მადლობა აშვე ყველაფრისთვის შენ და შენს შტაბს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან წარმატებებს გისურვებთ, და ვისურვებდით, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდე ისევ ჩვენთან ... ეს თქვენი გუნდია! ეს თქვენი სახლია!
მადლობა და წარმატებები!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
სხვადახვა რამ არის მაგრამ ორივე უდგება შინაარსობრივად. სტაბი არ არსებობს სიტყვა