19 წლის მორჩილაძემ სადებიუტო გოლით თბილისის "დინამოს" ლიდერობა დაუბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უინტერესო და ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ და შესვენებამდე გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ უხიფათოდ უტევდა, "ტორპედო" თავს უნარიანად იცავდა, მეტოქის კარზე კონტრიერიშების მიტანას კი ვერ ახერხებდა. ყველაფერი უეცრად "დინამოს" მწვრთნელის, ნემსაძის მიერ განხორციელებულმა შეცვლამ შეცვალა - მოედანზე შესულმა 19 წლის მორჩილაძემ ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა და ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. შემდეგ ახვლედიანის დარტყმული
ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

მოგების მიუხედავად ,"დინამოს" თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, "ტორპედოს" კი არსებული შემადგენლობით უკეთ თამაში უჭირს.

მოკლედ, თბილისის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა, "ტორპედო" კი კვლავ აუტსაიდერია.

7 მაისს "ტორპედო" "საბურთალოს" უმასპინძლებს, ხოლო თბილისის "დინამო" 8 მაისს "ბათუმი არენაზე" ადგილობრივ "დინამოს" დაუპირისპირდება.

თბილისის „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო 1:0
გოლი: 1:0 მორჩილაძე (65)

დინამო (თბ) (3-4-1-2): მიგინეიშვილი, კობოური, მონხილი, ხარაბაძე, ქარდავა, პაპავა (კ), კუცია (მორჩილაძე 63), მექვაბიშვილი, გაგნიძე (აბუაშვილი 87), გაბედავა (ახვლედიანი 71), მარუშიჩი (კეიტა 87)

მწვრთნელი: ნემსაძე

ტორპედო (5-3-2): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ) (ტაბატაძე 71), ქაფიანიძე, ნადარაია, ინკუმი (ჩარგეიშვილი 66), ჩალაძე, ჩაკვეტაძე, მამასახლისი, ძარია (უგრეხელიძე 71), რეკიში (სალაკუ 78), ზიდანი (შარვაშიძე 66)

მწვრთნელი: ბაბუნაშვილი

სიახლეები პოპულარული