მასპინძლებს, რომლებსაც გიორგი ჭიაბრიშვილი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოძღვრავდა, გორელებთან შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატში ზედიზედ ოთხთამაშიანი მოუგებელი სერია აქვთ.
პირველი ტაიმი მთლიანად "დილასი" იყო, გოლი კი შეხვედრის დასაწყისში გავიდა - მადინგამ კამარას პასი გამოიყენა.
მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" თამაშის გამწვავება ირაკლი სიხარულიძის საშუალებით სცადა. მალე კი გორელებმა კიდევ ერთი გაიტანეს - ახლა უკვე უსმანა კამარას გაუკეთეს მშვენიერი პასი (ნიკა გაგნიძემ).
"ლოკომოტივმა" თამაშში დაბრუნება მოახერხა - ნიკა სანდოხაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. თუმცა საბოლოო შედეგი აღარ შეცვლილა.
თბილისი, "დინამო არენა"
"ლოკომოტივი" - "დილა" 1:2
გოლები: 0:1 მადინგა (13), 0:2 მადინგა (54), 1:2 სანდოხაძე (64)"ლოკომოტივმა" სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა, 15 ქულით მეხუთეზეა და უახლოეს შეხვედრას "შუქურასთან" სტუმრად გამართავს. "დილას" 22 ქულა აქვს და 11 მაისს "სამგურალს" უმასპინძლებს.