დიდი ზეიმი და ბათუმელთა გამარჯვება ახალ არენაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ახალ „ბათუმი არენაზე“ ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

ლიდერთა შეხვედრა ისედაც საინტერესო იყო და მით უმეტეს ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. პირველ ტაიმში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს გულშემატკივრები, სისტემტურად უტევდნენ და 42-ე წუთზე ჯიღაურმა თავისი გუნდი დააწინაურა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეხუთე გოლია. რაც შეეხება სტუმრებს, ძალიან პასიურად გამოიყურებოდნენ და მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და კვასხვაძემ მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ პირველი მომენტი
დედაქალაქელებმა შექმნეს, მაგრამ კუპატაძემ მარუშიჩს არ დაანება გოლის გატანა. 63-ე წუთზე თბილისელთა გუნდში ქარდავას ნაცვლად შეცვლაზე ანანიძე შევიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. თუმცა, ჯანომ თავისი გუნდის შეტევების გამწვავება ვერ შეძლო და ზღვისპირელებმა გიმარჯვეს.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" 25-25 ქულა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გეგუჩაძის შეგირდები გალიდერდნენ.

12 მაისს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „სამტრედიას“ შეხვდება, თბილისის „დიმამო“ კი იმავე დღეს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:0
გოლი: ჯიღაური (42)

დინამო (ბთ) (4-5-1): კუპატაძე, ნავალოვსკი (მანჯგალაძე 67), აზაცკი (კ), კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 76), გროზურეკი (აზაროვი 58), ფანცულაია (შინდაგორიძე 66)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (3-5-2): კვასხვაძე, კობოური, მონხილი, სპორკსლედე, ხვადაგიანი, ქარდავა (ანანიძე 63), რადინი, პაპავა (კ), მექვაბიშვილი (კუცია 71), გაბედავა (ახვლედიანი 59), მარუშიჩი (კეიტა 63)

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
ტალღისებურ ფორმებს, ვითომ დიზაინერულ "გადაწყვეტას" შეწირული მინიმუმ 5000 ადგილი სტადიონზე,სამწუხაროა და არაპრაგრმატული, იმავე ფასში ჩაეტეოდა,არც მხატვდრული სახე დაეკარგებოდა და არც სიდიადე, სიცარიელის ეფექტსაც არ შეჰქმნიდა არასრული დასწრების დროს.
რაც შეეხება თბილისს, იქ ხალხი არასოდეს ივლის ეროვნული ლიგის მატჩებზე,2012 წლის მერე იქ არასოდეს ყოფილა 2000 ზე მეტი ადამიანი ჩეპიონატის მატჩზე. ამ ქალაქის ცხოვრება არაა ფეხბურთი, ის კულტურულად გადაჯიშდა ფეხბურთისაგან და ამაში პირველ რიგში უდიდესი წვლილი თვით თბილისის დინამოს მიუძღვის.
koka
09 მაისი 2021 16:02
2
თამაში გულშემატკივრებმა მოვიგეთ, ხარისხით დიდი გადამრიე თამაში არ იყო მაგრამ იმდენად დიდი ემოციები იყო ფეხბურთელებიც ნერვიულობდენ აშკარად. ბათუმის დინამო ჩემპიონ ....
ბადური
09 მაისი 2021 15:41
0
ვულოცავ ბათუმს! სირცხვილია სამეგრელოს ერთი გუნდიც კი აღარ ყავს უმაღლესში, კუთხე რომელიც არის სამჭედლო ფეხბურთელების..
c
09 მაისი 2021 12:34
2
ფოთი დაბრუნდება
ზუკა
09 მაისი 2021 18:28
0
იმედია ბათუმის ქომაგების მაგალითი იქნება თბილისელი ქომაგებისა, რომ მივიდნენ სტადიონზე, უნდა გაკეთდეს სტადიონები სხვა რეგიონებშიც და ლამაზი ჩემპიონატი გვექნება, ასე იქნება თბილისშიც სტიმულს ერთი მისცემს მეორეს.
ზუკა
09 მაისი 2021 02:42
1
ესეთი ატმოსფერო რომ იყოს სულ, ყველა ეროვნული ლიგის ყველა თამაშს ვნახავდი. მართლა მატჩზე მეტი იყო ეს
თორნიკე
08 მაისი 2021 23:40
1
ეს ფიფია ვერ ხედავს დინამოს დაღუპავს ნემსაძე,დამხმარე მისი ვინმე ჭელიძე უკვე ბიჭებთან კონფლიქტშია,თუ არ უნდა დინამოს ჩემპიონობა ფიფიას ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ნემსაძე და კუთვნილი მეორე ან მესამე ადგილი
akademia
08 მაისი 2021 23:37
2
არასრულად ვუყურე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თეთრები იდგნენ.
100%
08 მაისი 2021 22:50
0
გეგუჩაძემ პირწმინდად მოუგო ნემსაძეს და გამოჩნდა რომ ამ უკანასკნელს არც ტამაშის დაგეგმვა და მით უმეტეს გადაწყობის უნარიც არ აქვს. დინამოსთვის ძალიან დაბალი ხარისხის მწვრთნელია და იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს რომ რამე რესურსი აქვს
გია
08 მაისი 2021 22:48
1
ნემსაძის მწვრთნელობა არ გაიშვას
მამუკა
08 მაისი 2021 23:48
0
გილოცავთ ჩემო ბათუმელებოოოოოო. მხოლოდ დინამო მხოლოდ ბათუმი
roma bejanidze
08 მაისი 2021 22:48
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული