"ტორპედო" პროტესტის პირასაა - გუნდში პრობლემები არ მთავრდება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსურ პრობლემებს ბოლო არ უჩანს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კლუბში არსებული დავალიანება ჯერ კიდევ გადაუხდელია. ამაზე სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" კახა ჩხეტიანიც საუბრობდა.

"ტორპედო", რომელიც ეროვნულ ლიგაში მოუგებლად ასპარეზობს და უკანასკნელ საფეხურზეა, უახლოეს შეხვედრას სამშაბათს, 11 მაისს, "თელავთან" გამართავს.

Sportall-ის ინფორმაციით, გუნდის ძირითადი შემადგენლობა ვარჯიშსა და თამაშზე უარს ამბობდა და იყო შანსი, თელავში დუბლშემადგენლობას ეთამაშა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდი უახლოეს ტურში იასპარეზებს, მაგრამ რა მოხდება, თუკი ხელფასებით უზრუნველყოფა უკვე მესამე თვეშიც არ მოხდა, რთული სათქმელია.

ფაქტობრივად, გუნდი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყების წინა დღეებში შეიკრიბა, რაც გამოსვლაზეც უარყოფითად ისახება. ამას კი მსგავსი პრობლემები ემატება.

უკვე დიდი ხანია ყველა იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში პრობლემები მოგვარდება. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ იმედად ყოფნა საკმარისი არ არის...

მკითხველის კომენტარები / 11 /
შეჭამეს ტვინი უკვე ამ ტორპედოთი, შარშანვე უნდა დაექვეითებინათ და დამთავრდებოდა მაგით, ამხელა ქალაქს ერთი გუნდი ვერ შეუნახია, დგანან და ფედერაციას და ხელისუფლებას შესცქერიან გელათის მათხოვრებივით!
geoachi
17:20 10-05-2021
9
ფაბიომ გადაგაგდოთ სიმონ?

რა ტვინი წაიღეთ. არ ყავს პატრონი და გაუშვით მესამე ლიგაში.
მორჩა და გათავდა!
გენა
18:22 10-05-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული