"სამგურალმა" გორში იმარჯვა და რევანში აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "სამგურალმა" გასვლაზე "დილას" 2:1 სძლია.

მატჩი საინტერესო გამოდგა, სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა და ლამაზი სანახავი იყო. დებიუტში სტუმრები კირკიტაძემ დააწინაურა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, გოლი კი ისევ წყალტუბოელებმა გაიტანეს - ფრუიძემ 63-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ბუხაიძე და ახვლედიანი შეუშვა და სწორედ ბუხაიძის პასის შემდეგ დალაშქრა ახვლედიანმა გუგეშაშვილის კარი. მალე ეტოუმ ანგარიში გაათანაბრა და თამაში კიდევ უფრო გამწვავდა.

დარჩენილ დროში გორული გუნდი ბევრს უტევდა, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და წყალტუბოელებმა პირველ წრეში დამარცხებისათვის რევანში აიღეს.

"დილა"
22 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "სამგურალი" 16 ქულით მე-5 პოზიციაზე გადავიდა.

16 მაისს „დილა“ ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, „სამგურალი“ კი „შუქურას“ უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 კირკიტაძე (4), 0:2 ახვლედიანი (68), 1:2 ეტოუ (73)

დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი (კოუგბენია 73), სილვა, ეტოუ, ნონდი, გაგნიძე, მადინგა, ღუდუშაური (ნემსაძე 68), კამარა

მწვრთნელი: დემჩენკო

სამგურალი (4-2-3-1): ქვილითაია, ბანძელაძე (მჭედლიშვილი 81), პატარკაციშვილი, გილმორი (კიკაბიძე 81), ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (კ), კირკიტაძე (დოლიძე 75), ლექვთაძე (ახვლედიანი 63), კუხიანიძე (ბუხაიძე 63), კალანდარიშვილი

მწვრთნელი: ფრუიძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუპერ მატჩი სუპერ პასები და სუპერ გოლები კარგი იქნება თუ მეტი დრო მიეცემა ნიჭიერ ფორვადს ბუხის თამაშის
სამგუ
09:45 12-05-2021
1
ვულოცავ წყალტუბოს სამგურალს გამარჯვებას მაგრამ.იმ აზრზე ვარ ბუხაიძე და კუხიანიძის ტანდემი უფრო ნაყოფიერი იქნება შეტევაში
ბაჩო
01:26 12-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული