მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს

AutoSharing Option
მიხეილ აშვეთია "სამგურალის" მწვრთნელის თანაშემწედ დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამოცდილი სპეციალისტი მიხეილ აშვეთია დაინიშნა. აშვეთია ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

მიხეილ აშვეთიასთვის "სამგურალი" უცხო კლუბი არ არის. ის წარმოშობით წყალტუბოს რაიონიდან გახლავთ და საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე "სამგურალში" თამაშობდა (1994-95 წწ.). სხვათა შორის, მაშინ წყალტუბოურ კლუბს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე წვრთნიდა.

მიხეილ აშვეთიამ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ქართულ და რუსულ კლუბებში გაატარა. გარდა ამისა, 2001–02 წლებში
ირიცხებოდა დანიურ „კოპენჰაგენში“ და კარიერის ბოლოს, გერმანულ კლუბ „კარლ ცაისში“. რუსეთში იგი თამაშობდა შემდეგ კლუბებში: „ალანია“ - ვლადიკავკაზი, „ლოკომოტივი“ - მოსკოვი, ყაზანის „რუბინი“ და „როსტოვი“. "ლოკომოტივში" თამაშისას მან 2003–04 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში მილანის „ინტერის“ კარში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ,,ლოკომოტივის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის თამაში „ლოკომოტივის“ შთამბეჭდავი გამარჯვებით დამთავრდა - 3:0.

აშვეთია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 1995-2005 წლებში. ჩატარებული აქვს 24 თამაში და გატანილი აქვს ხუთი გოლი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოო "ტორპედო" ხო ააშენა და ახლა ამათ დაამშვენებს.
kaxi
10:36 22-06-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული